Article 19. უვადო მიწათსარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი
Consolidation №6 Verified against the current consolidation · 21 Dec 1987
კოლმეურნეობების, საბჭოთა მეურნეობებისა და სხვა მიწათმოსარგებლეთა უვადო მიწათსარგებლობის უფლება დასტურდება სახელმწიფო აქტით მიწათსარგებლობის უფლების შესახებ, რომელსაც გასცემს სახალხო დეპუტატთა რაიონული, საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტი. სსრ კავშირისა და მოკავშირე რესპუბლიკების მიწის კანონმდებლობის საფუძვლების შესაბამისად, ამ აქტების ფორმას ადგენს სსრ კავშირის მინისტრთა საბჭო. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1980 წლის 28 მაისის ბრძანებულება - საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №5, მაისი, 1980 წ., მუხ. 156
