Article 73. საკოლმეურნეო კომლისათვის საკარმიდამო მიწის ნაკვეთით სარგებლობის უფლების შენარჩუნება
მიზომილი საკარმიდამო მიწის ნაკვეთით სარგებლობის უფლება უნარჩუნდება საკოლმეურნეო კომლს, რომლის ერთადერთი შრომისუნარიანი წევრი გაწვეულია სსრ კავშირის შეიარაღებულ ძალების რიგებში ნამდვილ ვადიან სამხედრო სამსახურში ან იმყოფება არჩევითს თანამდებობაზე, სწავლობს, დროებით გადავიდა სხვა სამუშაოზე კოლმეურნეობის თანხმობით ან ორგანიზებული შეგროვების წესით, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ საკოლმეურნეო კომლის შემადგენლობაში დარჩნენ მხოლოდ არასრულწლოვანები. საკარმიდამო ნაკვეთით სარგებლობის უფლება უნარჩუნდება აგრეთვე იმ საკოლმეურნეო კომლს, რომლის ყველა წევრმა დაკარგა შრომის უნარი მოხუცებულობის ან ინვალიდობის გამო. იმ კოლმეურნეობის მარტოხელა მოხუც და შრომისუუნარო წევრს, რომელიც საბჭოთა მეურნეობად და სხვა სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო საწარმოდ გარდაიქმნა, სიცოცხლის განმავლობაში უნარჩუნდება ის საკარმიდამო მიწის ნაკვეთი, რომლითაც სარგებლობდა კოლმეურნეობაში. ყველა სხვა შემთხვევაში საკარმიდამო ნაკვეთის შენარჩუნების საკითხს წყვეტს კოლმეურნეობის წევრთა საერთო კრება.
