საკარმიდამო მიწის ნაკვეთს იმავე ოდენობით ინარჩუნებენ ამ კოდექსის 75-ე მუხლში აღნიშნული მუშები და მოსამსახურეები მოხუცებულობისა და ინვალიდობის გამო პენსიაზე გასვლისას, აგრეთვე იმ მუშებისა და მოსამსახურეების ოჯახები, რომლებიც გაწვეული არიან სსრ კავშირის შეიარაღებული ძალების რიგებში ნამდვილ ვადიან სამხედრო სამსახურში ან სწავლობენ – სამხედრო სამსახურში ან სასწავლებელში ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში.
Article 78. სოფლად მცხოვრები მუშებისა და მოსამსახურეებისათვის, აგრეთვე სხვა მოქალაქეებისათვის საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე უფლების შენარჩუნება
Consolidation №6 Verified against the current consolidation · 21 Dec 1987
