Article 87. კოლექტიური მებაღეობისა და მებოსტნეობისათვის გამოყოფილი მიწის ნაკვეთის გამოყენება
Consolidation №6 Verified against the current consolidation · 21 Dec 1987
კოლექტიური მებაღეობისათვის გამოყოფილ მიწის ნაკვეთს იყენებენ მებაღეობის ამხანაგობის წესდების შესაბამისად. კოლექტიური მებოსტნეობისათვის გამოყოფილ მიწის ნაკვეთს იყენებენ ბოსტნეულის, კარტოფილისა და ბაღჩეული კულტურების მოსაყვანად. ამ ნაკვეთზე შენობების აგება და ხილკენკროვანი ნარგავების გაშენება აკრძალულია.
