Article 112. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი ჰიგიენა
Consolidation №7 Verified against the current consolidation · 28 May 2026
1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, დაიკმაყოფილოს ბუნებრივი ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები და დაიცვას პირადი ჰიგიენა პატივისა და ღირსების შეულახავად.
2. ბრალდებული/მსჯავრდებული, როგორც წესი, უზრუნველყოფილი უნდა იყოს შხაპის კვირაში ორჯერ მიღების შესაძლებლობით, აგრეთვე საპარიკმახერო მომსახურებით არანაკლებ თვეში ერთხელ. პენიტენციურ დაწესებულებას უფლება აქვს, მოსთხოვოს ბრალდებულს/მსჯავრდებულს თმის გადაპარსვა, თუ არსებობს ექიმის შესაბამისი მოთხოვნა ან ეს აუცილებელია ჰიგიენის დასაცავად.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
პენიტენციური კოდექსი
