Closest in meaning — including in other laws
საქართველოს პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების ფორმის, წესისა და საგამოცდო პროგრამის, საქართველოს პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის − სერტიფიკატის ფორმისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
Always up-to-date legal framework
1.საკვალიფიკაციო გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, საკვალიფიკაციო გამოცდის საბოლოო შედეგების საქპატენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 2 კვირის ვადაში, პირი იღებს საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელ დოკუმენტს − სერტიფიკატს, ამ ბრძანებით დამტკიცებული დანართი №2-ით განსაზღვრული ფორმით.
2.სერტიფიკატი გაიცემა როგორც ბეჭდური, ისე ელექტრონული ფორმით. ბეჭდური ფორმით გაცემული სერტიფიკატის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში გაიცემა შესაბამისი ცნობა.
3.სერტიფიკატზე აღნიშნულია პატენტრწმუნებულის სახელი, გვარი, პირადი ნომერი და სპეციალიზაცია. სერტიფიკატს ენიჭება უნიკალური ნომერი.
Describe your situation — we'll help you find the right specialist.