Article 22. სახელმწიფო სერტიფიკატის მისაღებად წარდგენილი საბუთების განხილვა
1. საბჭო წარდგენილი საბუთების განხილვის შედეგების მიხედვით იღებს გადაწყვეტილებას სახელმწიფო სერტიფიკატის გაცემის შესახებ ან სახელმწიფო სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმის თაობაზე.
2. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებლის მიერ განცხადების წარდგენიდან არა უგვიანეს 2 თვისა.
3. საბჭო ვალდებულია წარდგენილი საბუთების განხილვის შედეგები აცნობოს სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებელს გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღეში.
4. თუ სახელმწიფო სერტიფიკატის მაძიებელს 70 დღეში არ გაეგზავნა შეტყობინება სახელმწიფო სერტიფიკატის გაცემაზე თანხმობის ან უარის თქმის შესახებ, მას უფლება აქვს ამ ვადის გასვლისთანავე შეუდგეს განცხადებაში აღნიშნულ საქმიანობას. საქართველოს 2005 წლის 13 მაისის კანონი №1434 - სსმI, №25, 02.06.2005 წ., მუხ . 162
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
საექიმო საქმიანობის შესახებ
