Closest in meaning — including in other laws
საქართველოს პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების ფორმის, წესისა და საგამოცდო პროგრამის, საქართველოს პატენტრწმუნებულთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტის − სერტიფიკატის ფორმისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
Always up-to-date legal framework
1.საკვალიფიკაციო გამოცდა ტარდება საქართველოს სახელმწიფო ენაზე სულ მცირე 2 წელიწადში ერთხელ.
2.საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის − „საქპატენტის“ (შემდგომ – საქპატენტი) თავმჯდომარე.
3.საკვალიფიკაციო გამოცდა ტარდება საერთო სპეციალიზაციით ან/და სასაქონლო ნიშნების სპეციალიზაციით.
4.საკვალიფიკაციო გამოცდა ტარდება წერილობით, საკვალიფიკაციო გამოცდისთვის შექმნილი ელექტრონული პროგრამის მეშვეობით, ფიზიკურ ფორმატში.
Describe your situation — we'll help you find the right specialist.