1.ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების უფლება აქვს უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე ნებისმიერ პირს.
2.ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა წელიწადში არანაკლებ ორჯერ ტარდება. ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესს და საგამოცდო პროგრამას ამტკიცებს და გამოცდის ჩატარების თარიღსა და ადგილს განსაზღვრავს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო.
3.ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა არის საერთო ან სპეციალიზაციის მიხედვით.
4.ადვოკატების სპეციალიზაცია ხდება სამოქალაქო სამართლისა და სისხლის სამართლის დარგებში.
5.საერთო ტესტირება ტარდება შემდეგ საგნებში: ა) საკონსტიტუციო სამართალი; ბ) ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი; გ) ადმინისტრაციული სამართალი; დ) ადმინისტრაციული სამართლის პროცესი; ე) სისხლის სამართალი; ვ) სისხლის სამართლის პროცესი; ზ) სამოქალაქო სამართალი; თ) სამოქალაქო სამართლის პროცესი.
6.სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციის მქონე ადვოკატთა ტესტირება ტარდება შემდეგ საგნებში: ა) საკონსტიტუციო სამართალი; ბ) ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი; გ) ადმინისტრაციული სამართალი; დ) ადმინისტრაციული სამართლის პროცესი; ე) სამოქალაქო სამართალი; ვ) სამოქალაქო სამართლის პროცესი.
7.სისხლის სამართლის სპეციალიზაციის მქონე ადვოკატთა ტესტირება ტარდება შემდეგ საგნებში: ა) საკონსტიტუციო სამართალი; ბ) ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი; გ) ადმინისტრაციული სამართალი; დ) ადმინისტრაციული სამართლის პროცესი; ე) სისხლის სამართალი; ვ) სისხლის სამართლის პროცესი. 7 1 . საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭო უფლებამოსილია საგამოცდო პროგრამაში შეიტანოს ისეთი საკითხი, რომელიც ამ მუხლის მე-5−მე-7 პუნქტებით განსაზღვრული საგნებიდან არ გამომდინარეობს.
