საქართველოს მთავრობის წევრი, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული თანამდებობის პირი, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოს ხელმძღვანელი ვალდებულია კომიტეტის გადაწყვეტილების საფუძველზე, კომიტეტის მიერ დადგენილ ვადაში წარუდგინოს მას შესაბამისი დოკუმენტები, დასკვნები და სხვა საჭირო მასალები. კომიტეტის თავმჯდომარე ამ მუხლით გათვალისწინებულ კომიტეტის გადაწყვეტილებას მისი მიღებიდან არაუგვიანეს 3 დღისა უგზავნის შესაბამის თანამდებობის პირს.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი
Article 44. კომიტეტისთვის ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება
Consolidation №9 Verified against the current consolidation · 25 Jun 2026
