1.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი
1.
Closest in meaning — including in other laws
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი
Always up-to-date legal framework
2.კომიტეტი ამოწმებს მისი გამგებლობისთვის მიკუთვნებულ სფეროში პარლამენტის ნორმატიული აქტების გარდამავალი დებულებებით აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებისთვის განსაზღვრული დავალებების დადგენილ ვადაში შესრულებას. თუ აღნიშნული დავალებების შესასრულებლად ვადა არ არის დადგენილი, ვადას აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის დაწესებულებას კომიტეტი უდგენს. კომიტეტი ამ პუნქტით გათვალისწინებული დავალებების შესრულების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ყოველთვიურად აწვდის პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტს, რომელიც აღნიშნულ ინფორმაციას შეისწავლის და 3 თვეში ერთხელ წარუდგენს პარლამენტის ბიუროს. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი უზრუნველყოფს პარლამენტის ნორმატიული აქტების გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული დავალებების შესრულების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის პარლამენტის ვებგვერდზე ყოველთვიურად გამოქვეყნებას.
3.ამ მუხლით გათვალისწინებული დავალების ან რეკომენდაციის შეუსრულებლობის შემთხვევაში კომიტეტი იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.
These lawyers work in the legal area related to this article.