ფრაქციას უფლება აქვს, პარლამენტის მორიგი სესიის განმავლობაში ორჯერ ისარგებლოს 30-წუთიანი გამოსვლით. აღნიშნული საკითხის დასმა ფრაქციას შეუძლია პლენარული სხდომის მსვლელობისას სხდომის თავმჯდომარისადმი ზეპირად მიმართვით, რაც ფორმდება პლენარული სხდომის საოქმო ჩანაწერით. ფრაქციას გამოსვლისთვის დრო ეძლევა პლენარული სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების დასრულების შემდეგ ან სხვა დროს, პლენარული სხდომების მიმდინარე კვირაში, სხდომის თავმჯდომარესთან შეთანხმებით. კარი IV. საკანონმდებლო პროცესი თავი XIII. საკანონმდებლო პროცესის წარმართვა
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი
Article 93. ფრაქციის თავისუფალი ტრიბუნა
Consolidation №9 Verified against the current consolidation · 25 Jun 2026
