1.მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ტარდება შესაბამისი საკრებულოს .
1.მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ტარდება შესაბამისი საკრებულოს .
Closest in meaning — including in other laws
საქართველოს საარჩევნო კოდექსი
Always up-to-date legal framework
2.თუ საკრებულოს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, ამ კანონით დადგენილი წესით ტარდება საკრებულოს რიგგარეშე არჩევნები. თუ საკრებულოს უფლებამოსილება 15 იანვრიდან 15 ივნისამდე შეუწყდა, რიგგარეშე არჩევნები ტარდება იმავე წლის ოქტომბერში, ხოლო თუ საკრებულოს უფლებამოსილება 15 ივნისიდან 15 იანვრამდე შეუწყდა − უახლოეს აპრილში. მუნიციპალიტეტის ორგანოების მორიგი არჩევნების წელს საკრებულოს რიგგარეშე არჩევნები არ ტარდება.
3.საკრებულოს რიგგარეშე არჩევნებს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერით.
4.საკრებულოს ვადამდე დათხოვნის შემთხვევაში საკრებულოს რიგგარეშე არჩევნები ინიშნება საკრებულოს დათხოვნის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის ამოქმედებიდან არაუადრეს მე-8 დღისა და არაუგვიანეს მე-10 დღისა. რიგგარეშე არჩევნები ტარდება არჩევნების დანიშვნის დღიდან არაუგვიანეს 50-ე დღისა.
5.ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ თანახმად, ვადამდე წყდება მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს − მერის უფლებამოსილება, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს − მერის რიგგარეშე არჩევნები ინიშნება და იმართება ამავე მუხლით დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში.
6.საკრებულოს რიგგარეშე არჩევნებში პარტია და ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი მონაწილეობენ ამ კანონის 161-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით დადგენილი წესებით. საკრებულოს რიგგარეშე არჩევნების ჩატარების ვადებს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 49-ე დღისა განკარგულებით ადგენს ცესკო. თავი XXI. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს არჩევნები
Describe your situation — we'll help you find the right specialist.