1.საკრებულოს მორიგ სხდომებს თვეში ერთხელ მაინც იწვევს საკრებულოს თავმჯდომარე, ხოლო ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში – საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე.
2.საკრებულოს რიგგარეშე სხდომა მოიწვევა: ა) საკრებულოს თავმჯდომარის წინადადებით; ბ) (ამოღებულია); გ) საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედის მოთხოვნით; დ) საკრებულოს ფრაქციის წინადადებით; ე) ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 3%-ის მოთხოვნით.
