Article 2. ტერმინთა განმარტება
ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) არჩევნები – საარჩევნო პროცესი, რომელიც იმართება საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში და რომლის დანიშნულება და შედეგია საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოებისა და საჯარო ხელისუფლების თანამდებობის პირთა არჩევა; ბ) რეფერენდუმი – საერთო-სახალხო გამოკითხვა, რომელიც ტარდება საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში, ფარული კენჭისყრით, საყოველთაო, თანასწორი და ნების პირდაპირი გამოვლენის მიზნით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი საკითხების საბოლოოდ გადასაწყვეტად; გ) პლებისციტი – საერთო-სახალხო გამოკითხვა, რომელიც ტარდება საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში, ფარული კენჭისყრით, განსაკუთრებით მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ საკითხებზე ამომრჩეველთა ან მათი ნაწილის აზრის გასაგებად და რომლის შედეგები სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებისთვის სარეკომენდაციო ხასიათისაა; დ) პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნები – საქართველოს პარლამენტის არჩევნები, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნები, რომელიც ტარდება პარტიული სიების საფუძველზე; ე) მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნები – მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნები, რომელიც ტარდება ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების მიხედვით; ვ) საერთო არჩევნები – მორიგი არჩევნები ან რიგგარეშე არჩევნები: ვ.ა) მორიგი არჩევნები – არჩევნები, რომელიც ტარდება საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს ან საჯარო ხელისუფლების თანამდებობის პირის უფლებამოსილების ვადის გასვლის გამო, საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონით, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების კონსტიტუციებითა და სათანადო კანონებით დადგენილ ვადებში; ვ.ბ) რიგგარეშე არჩევნები – არჩევნები, რომელიც ტარდება საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს ან საჯარო ხელისუფლების თანამდებობის პირის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის გამო; ზ) შუალედური არჩევნები – არჩევნები, რომელიც ტარდება შესაბამის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით, ამ კანონით დადგენილი წესით, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს შემადგენლობის შესავსებად; თ) ხელახალი არჩევნები – არჩევნები, რომელიც მორიგი არჩევნებისთვის დადგენილი წესით ხელახლა ტარდება: თ.ა) თუ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში რეგისტრირებული იყო ერთიკანდიდატი და ამ კანონით დადგენილი წესით მოიხსნა მისი კანდიდატურა; თ.ბ) თუ პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილე ვერცერთმა საარჩევნო სუბიექტმა ვერ გადალახა საარჩევნო ბარიერი ან არჩევნები არჩატარებულად გამოცხადდა საარჩევნო ოლქების ნახევარზე მეტში; თ.გ) თუ არჩევნების შედეგები ბათილად იქნა ცნობილი სასამართლოს გადაწყვეტილებით; ი) განმეორებითი კენჭისყრა – კენჭისყრა, რომელიც ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში განმეორებით იმართება იმ საარჩევნო უბანში (უბნებში), სადაც კენჭისყრის შედეგი ბათილად იქნა ცნობილი; კ) არჩევნების მეორეტური – კენჭისყრა, რომელიც იმართება ამ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ვადებში, როდესაც არჩევნების პირველ ტურში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა; ლ) არჩევნების (კენჭისყრის) დღე – საერთო არჩევნების, შუალედური არჩევნების, ხელახალი არჩევნების დღე, აგრეთვე არჩევნების მეორე ტურის, განმეორებითი კენჭისყრის დღე; მ) საარჩევნო პერიოდი/სარეფერენდუმო პერიოდი − არჩევნების/რეფერენდუმის დანიშვნის შესახებ გამოცემული სამართლებრივი აქტის ამოქმედების დღიდან შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ არჩევნების/რეფერენდუმის საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების დღის ჩათვლით დროის მონაკვეთი; ნ) საარჩევნო უფლება – აქტიური საარჩევნო უფლება და პასიური საარჩევნო უფლება; ო) აქტიური საარჩევნო უფლება – საქართველოს მოქალაქის უფლება, ხმის მიცემის მეშვეობით მონაწილეობა მიიღოს საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობით ორგანოში ხალხის წარმომადგენელთა ასარჩევად და საჯარო ხელისუფლების თანამდებობის დასაკავებლად ჩატარებულ საყოველთაო არჩევნებში, ასევე მონაწილეობა მიიღოს რეფერენდუმში, პლებისციტში დასმული საკითხის გადასაწყვეტად; პ) პასიური საარჩევნო უფლება – საქართველოს მოქალაქის უფლება, კენჭი იყაროს საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობით ორგანოში ასარჩევად და საჯარო ხელისუფლების თანამდებობის დასაკავებლად; ჟ) არჩევნებში/რეფერენდუმში მონაწილეთა ხმები − ამომრჩეველთა ხმების რაოდენობა, რომელიც დგინდება საარჩევნო ყუთში (ყუთებში) არსებული ნამდვილი საარჩევნო ბიულეტენების ჯამის მიხედვით და არ მოიცავს ბათილად ცნობილი საარჩევნო ბიულეტენებით მიღებულ ხმებს; რ) საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია – საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია (შემდგომ − ცესკო) და მისი აპარატი, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საარჩევნო კომისიები (შემდგომ − უსკო) და მათი აპარატები, საოლქო საარჩევნო კომისიები და საუბნო საარჩევნო კომისიები; ს) საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელე – საარჩევნო კომისიის წევრი და აპარატის თანამშრომელი; ტ) მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო – საკრებულო; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო, თვითმმართველი თემის საკრებულო, თვითმმართველი ქალაქის საკრებულო; უ) მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო – მერი; ფ) პოლიტიკური თანამდებობის პირი – საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის წევრი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს მთავრობის სხვა წევრი, მისი მოადგილე, აფხაზეთის/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს წევრი, აფხაზეთის/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელი, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს წევრი, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო − მერი, სახელმწიფო რწმუნებული; ქ) საარჩევნო რეგისტრაცია – შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ პარტიების, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფების, პარტიული სიების, მერობის კანდიდატთა და მაჟორიტარ კანდიდატთა რეგისტრაცია არჩევნებში მონაწილეობის უფლების მიღების მიზნით, ცესკოს მიერ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატთა რეგისტრაცია არჩევნებში მონაწილეობის უფლების მიღების მიზნით; ღ) საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატი – პირი, რომელიც არჩევნებში მონაწილეობის მიზნით რეგისტრაციისთვის წარდგენილია შესაბამის საარჩევნო კომისიაში; ყ) საარჩევნო სუბიექტი – შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ რეგისტრირებული პარტია, ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი, საჯარო ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს წევრობის კანდიდატი, საჯარო ხელისუფლების თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი; შ) პარტია – „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად მოქმედი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც ცესკოს თავმჯდომარის მიერ რეგისტრირებულია არჩევნებში მონაწილეობის მიზნით; ჩ) საარჩევნო კოლეგია − საქართველოს პრეზიდენტის არჩევის მიზნით 300 წევრისგან შემდგარი სპეციალური ორგანო, რომლის შემადგენლობა დამტკიცებულია ცესკოს განკარგულებით; ც) ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფი − არანაკლებ 5 წევრისგან შემდგარი ამომრჩეველთა ჯგუფი, რომელიც შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ რეგისტრირებულია არჩევნებში მონაწილეობის მიზნით; ძ) საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი – საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით ცესკოს მიერ რეგისტრირებული, საარჩევნო კოლეგიის არანაკლებ 30 წევრის მიერ წარდგენილი საქართველოს მოქალაქე; წ) მერობის კანდიდატი – მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს − მერის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქე, პარტიის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი საქართველოს მოქალაქე; ჭ) პარტიული სიით წარდგენილი კანდიდატი – საქართველოს პარლამენტის, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის მიზნით შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ რეგისტრირებულ პარტიულ სიაში შეყვანილი საქართველოს მოქალაქე; ხ) მაჟორიტარი კანდიდატი – მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის მიზნით შესაბამისი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ რეგისტრირებული, პარტიის/ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ საარჩევნო ოლქში წარდგენილი საქართველოს მოქალაქე; ჯ) საარჩევნო ოლქი – სამოქმედო ტერიტორია (ადმინისტრაციული საარჩევნო დანაყოფი), რომელშიც ხდება არჩევნებისა და რეფერენდუმის ორგანიზება და ტარდება არჩევნები და რეფერენდუმი; ჰ) ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი – ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქი, რომელიც იქმნება მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს წევრების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით ასარჩევად; ჰ 1 ) საარჩევნო უბანი – ადმინისტრაციული საარჩევნო დანაყოფი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იქმნება არჩევნებისა და რეფერენდუმის ჩატარებისას კენჭისყრისა და ხმების დათვლისთვის; ჰ 2 ) კენჭისყრის შენობა – შენობა ან შენობის ნაწილი, რომელშიც განთავსებულია საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის ოთახი; ჰ 3 ) წინასაარჩევნო კამპანია – საარჩევნო სუბიექტის/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის მიერ არჩევნებში მონაწილეობისა და გამარჯვების მიზნით ჩატარებულ ღონისძიებათა ერთობლიობა; ჰ 4 ) წინასაარჩევნო აგიტაცია – ამომრჩეველთათვის მოწოდება საარჩევნო სუბიექტის/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ, აგრეთვე ნებისმიერი საჯარო მოქმედება, რომელიც ხელს უწყობს ან ხელს უშლის მის არჩევას ან/და რომელიც შეიცავს წინასაარჩევნო კამპანიის ნიშნებს, მათ შორის, წინასაარჩევნო ღონისძიების ორგანიზებაში/ჩატარებაში მონაწილეობა, საარჩევნო მასალების შენახვა ან გავრცელება, მხარდამჭერთა სიებზე მუშაობა, პარტიების წარმომადგენლობებში ყოფნა; ჰ 5 ) პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამა – მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით (შემდგომ – მედია) გავრცელებული (გასული) ისეთი შინაარსის რეკლამა, რომელიც მიზნად ისახავს საარჩევნო სუბიექტის არჩევისთვის ხელის შეწყობას/ხელის შეშლას, რომელშიც ნაჩვენებია საარჩევნო სუბიექტი ან/და მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი და რომელიც შეიცავს წინასაარჩევნო კამპანიის ნიშნებს, ან მოწოდებას სარეფერენდუმოდ/საპლებისციტოდ გამოტანილი საკითხის გადაწყვეტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ; ჰ 6 ) საარჩევნო/სარეფერენდუმო კამპანიის ხარჯები – საარჩევნო სუბიექტის/რეფერენდუმის მონაწილის საარჩევნო/სარეფერენდუმო კამპანიისთვის განკუთვნილი ფულადი სახსრების ერთობლიობა, აგრეთვე უსასყიდლოდ მიღებული ყველა სახის საქონელი და მომსახურება (ასახული საბაზრო ფასებით), გარდა ამ კანონით დადგენილი წესით მიღებული უფასო სარეკლამო დროის ღირებულებისა; ჰ 7 ) საარჩევნო/სარეფერენდუმო კამპანიის ხარჯებთან დაკავშირებული ინფორმაცია – ინფორმაცია საარჩევნო/სარეფერენდუმო კამპანიის ხარჯების, უსასყიდლოდ მიღებული ყველა სახის საქონლისა და მომსახურების, საარჩევნო შემოწირულების წყაროს, ოდენობისა და მიღების თარიღის შესახებ; ჰ 8 ) საარჩევნო შემოწირულება – საარჩევნო/სარეფერენდუმო კამპანიის დროს შესაბამისი საარჩევნო სუბიექტის ანგარიშზე ჩარიცხული ფულადი თანხა, აგრეთვე უსასყიდლოდ მიღებული ყველა სახის მატერიალური ფასეულობა და მომსახურება, გარდა ამ კანონით დადგენილი წესით მიღებული უფასო საეთერო დროის ღირებულებისა და კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხისა; ჰ 9 ) საარჩევნო დოკუმენტაცია – საარჩევნო კომისიაში შესული და საარჩევნო კომისიიდან გასული განცხადება, საჩივარი, წერილი, ოქმი, საარჩევნო ბიულეტენი, სპეციალური კონვერტი, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის სამართლებრივი აქტი, საკონტროლო ფურცელი, სარეგისტრაციო ჟურნალი, ამომრჩეველთა სია, საარჩევნო კომისიის წევრის ახსნა-განმარტება; ჰ 10 ) სააგიტაციო მასალა – პლაკატი, დროშა, ნებისმიერი სხვა მასალა, რომელზედაც გამოსახულია საარჩევნო სუბიექტი/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატი ან/და მისი არჩევნებში მონაწილეობის რიგითი ნომერი; ჰ 11 ) ფოტოასლი – ასლის გადამღები მოწყობილობით გადაღებული ასლი; ჰ 12 ) სააგენტო – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო; ჰ 13 ) მხარდაჭერის მიმღები – საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-12 მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით განსაზღვრული პირი.
