1.საარჩევნო სუბიექტის არჩევნებში მონაწილეობის ინიციატივის მხარდაჭერა ამომრჩევლებმა მხარდამჭერთა სიის ბლანკზე ხელმოწერით უნდა დაადასტურონ.
1.საარჩევნო სუბიექტის არჩევნებში მონაწილეობის ინიციატივის მხარდაჭერა ამომრჩევლებმა მხარდამჭერთა სიის ბლანკზე ხელმოწერით უნდა დაადასტურონ.
Closest in meaning — including in other laws
საქართველოს საარჩევნო კოდექსი
Always up-to-date legal framework
3.მხარდამჭერთა სიის ბლანკზე მითითებული უნდა იყოს ამომრჩევლის: ა) სახელი და გვარი; ბ) დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი); გ) საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი; დ) ხელმოწერის თარიღი; ე) ხელმოწერა.
4.მხარდამჭერთა სიის ბლანკზე მითითებული უნდა იყოს ხელმოწერების შეგროვებისთვის პასუხისმგებელი პირის სახელი, გვარი, პირადი ნომერი და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი, აგრეთვე ბლანკის შევსების თარიღი და ეს მონაცემები დადასტურებული უნდა იყოს ამ პირის ხელმოწერით.
5.მხარდამჭერთა სიის ბლანკის ზედა მარცხენა კუთხეში მითითებული უნდა იყოს იმ საარჩევნო სუბიექტის სახელწოდება (სახელი და გვარი), რომლის არჩევნებში მონაწილეობის ინიციატივასაც მხარს უჭერს ამომრჩეველი.
Describe your situation — we'll help you find the right specialist.