1.პარტიის მხარდამჭერთა სიებს ამოწმებს ცესკო, ხოლო სხვა კანდიდატების მხარდამჭერთა სიებს – შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია.
2.საარჩევნო კომისია თანამიმდევრობით ამოწმებს მხარდამჭერთა სიის ბლანკზე არსებულ ხელმოწერებს. თუ მხარდამჭერთა ხელმოწერების რაოდენობა დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები აღმოჩნდა ან, შემოწმების შედეგად გაბათილებული ხელმოწერების გათვალისწინებით, მხარდამჭერთა ხელმოწერების რაოდენობა დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები აღმოჩნდა, მხარდამჭერთა სიის გაბათილებული ნაწილი შესაბამის საარჩევნო სუბიექტს უბრუნდება და მას ხარვეზების შესავსებად 3 დღის ვადა ეძლევა. მიერ წარდგენილ მხარდამჭერთა სიის შესწორებულ ნაწილს კვლავ ამოწმებს საარჩევნო კომისია ზემოაღნიშნული წესით. თუ მხარდამჭერთა ხელმოწერების რაოდენობა კვლავ დადგენილ მინიმალურ ოდენობაზე ნაკლები აღმოჩნდა, მხარდამჭერთა სია მთლიანად ბათილდება და საარჩევნო სუბიექტს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განკარგულებით უარი ეთქმება .
