„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ
„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ დამტკიცების შესახებ
Closest in meaning — including in other laws
Always up-to-date legal framework
1.საცალო მომხმარებელს უფლება აქვს ელექტროენერგია შეისყიდოს როგორც განაწილების ლიცენზიატისგან, ისე მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურისგან სათანადო წესის დაცვით გაფორმებული ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე.
2.მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური ვალდებულია, საცალო მომხმარებელთან ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისთანავე, შესაბამის განაწილების ლიცენზიატს დაუყოვნებლივ მიაწოდოს აღნიშნული ხელშეკრულების ასლი და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში უზრუნველყოს საცალო მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის მიწოდება.
3.განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, შესაძლოდ მოკლე ვადაში განსაზღვროს მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურის ელექტროენერგიის საცალო მომხმარებლისათვის მიწოდების დაწყების თარიღი და უზრუნველყოს მათ შორის გაფორმებული ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულების შესრულება ამ წესების პირობების შესაბამისად.
4.მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურს უფლება აქვს უარი თქვას ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებაზე, თუ აშკარად შეუძლებელია კონკრეტული მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა ტექნიკური მიზეზის ან სხვა დასაბუთებული გარემოების გამო.
5.საცალო მომხმარებლის მიერ მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურისგან ელექტროენერგიის ნასყიდობა არ ათავისუფლებს განაწილების ლიცენზიატს ამ წესებით განსაზღვრული რაიმე სახის ვალდებულებისა თუ პასუხისმგებლობისგან; განაწილების ლიცენზიატი ვალდებულია, მის ქსელზე მიერთებულ საცალო მომხმარებლისათვის გამანაწილებელი ქსელისა და ელექტროენერგიის მრიცხველის (აღრიცხვის კვანძის), ელექტროენერგიის გატარების, ელექტროენერგიით მომარაგების, მომარაგების შეწყვეტის ან აღდგენის, ასევე, მოხმარებული ელექტროენერგიისა და მომსახურების საფასურის დარიცხვისა და ამოღების მომსახურება შეასრულოს იგივე პირობებითა და პროცედურებით, როგორც საცალო მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის განაწილების შემთხვევაში.
6.საცალო მომხმარებლისთვის ამ წესების შესაბამისად აღრიცხული და დარიცხული თანხის გადახდაზე პასუხისმგებელია მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური, ხოლო მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვის, მომსახურებისა და მოხმარებული ელექტროენერგიის ქვითარზე ასახვისა და საცალო მომხმარებლისთვის მიწოდების ვალდებულება ეკისრება შესაბამისი გამანაწილებელი ქსელის მფლობელ განაწილების ლიცენზიატს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც განაწილების ლიცენზიატსა და მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურს შორის დადებული ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
7.საცალო მომხმარებლის მიერ ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ელექტროენერგიის მოხმარების საფასურის გადახდა გულისხმობს საცალო მომხმარებლის მხრიდან ყველა იმ ვალდებულების შესრულებას, რაც განხორციელდა ამ მომხმარებლის ელექტროენერგიით მომარაგებისათვის მოქმედი კანონმდებლობის, ამ წესებითა და ხელშეკრულებებიდან გამომდინარე; დაუშვებელია საცალო მომხმარებელს დაეკისროს ელექტროენერგიის შესყიდვისა და მომარაგებისათვის რაიმე სხვა სახის ერთჯერადი გადასახდელის ან საფასურის გადახდა, გარდა ელექტროენერგიის ნასყიდობის ხელშეკრულებითა და ამ წესების მე-19 მუხლით განსაზღვრული ელექტროენერგიის მოხმარების საფასურისა. ამ წესებით განსაზღვრული ყველა სხვა ინდივიდუალურად გადასახდელი (ელექტროენერგიის მრიცხველის, კორექტირების, უკანონოდ მოხმარების და სხვა ერთჯერადი ხარჯები) მომხმარებლის ქვითარში უნდა აისახოს განცალკევებულად.
8.საცალო მომხმარებლის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდის შემთხვევაში, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური ვალდებულია, შეასრულოს ყველა ის ვალდებულება, რომელიც წარმოიშვა აღნიშნული საცალო მომხმარებლის ელექტროენერგიით მომარაგების უზრუნველსაყოფად მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესების შესაბამისად.
9.საცალო მომხმარებლის მიერ ელექტროენერგიის მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურისგან შესყიდვის შემთხვევაში, ქვითარში სამომხმარებლო ტარიფის ნაცვლად აღინიშნება ხელშეკრულებით განსაზღვრული ელექტროენერგიის მოხმარების საფასური და მომხმარებელზე დარიცხული თანხა, მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურისა და განაწილების ლიცენზიტისათვის წილობრივი და მათი ჯამური მაჩვენებლით.
10.მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურისგან ამ წესების შესაბამისად ელექტროენერგიის შესყიდვის შემთხვევაში, საცალო მომხმარებელმა დარიცხული თანხა უნდა გადაიხადოს ქვითარში მოცემულ იმ საბანკო ანგარიშზე, სადაც უნდა მოხდეს დარიცხული თანხის გადახდა.
11.საცალო მომხმარებლის ელექტროენერგიით უზრუნველსაყოფად მცირე სიმძლავრის ელექტროსადგური ვალდებულია, ამ წესებისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გააჩნდეს შესაბამისი ხელშეკრულებები ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის, გადაცემის ან/და გატარების მომსახურეობის შესახებ.
Describe your situation — we'll help you find the right specialist.