ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ
Article 38. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური
1. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელი/მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურით მოსარგებლე საბოლოო მომხმარებელი ან საბოლოო მომხმარებელთა ჯგუფი უფლებამოსილია მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური მიაერთოს ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელთან და ამ ელექტროსადგურის მიერ წარმოებული, კომისიის სამართლებრივი აქტის შესაბამისად განსაზღვრული ჭარბი ელექტროენერგია მიაწოდოს ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელში ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესებითა და მიწოდების წესებით დადგენილი პირობების შესაბამისად.
2. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ წარმოებული და ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელში მიწოდებული ჭარბი ელექტროენერგიის ყიდვის უფლება აქვს ელექტროენერგიის ნებისმიერ მიმწოდებელს ელექტროენერგიის მიწოდების წესების შესაბამისად, ხოლო იმავე წესებით განსაზღვრულ შემთხვევებში და განსაზღვრული პირობებით ჭარბ ელექტროენერგიას ყიდულობს უნივერსალური მომსახურების ის მიმწოდებელი, რომლის მომსახურების არეალშიც მდებარეობს აღნიშნული ელექტროსადგური, ან/და ელექტროენერგიის სხვა მიმწოდებელი, რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით დაკისრებული აქვს საჯარო მომსახურების ვალდებულება. საბოლოო მომხმარებლის ან საბოლოო მომხმარებელთა ჯგუფის მიერ ჭარბი ელექტროენერგიით სარგებლობის პირობებს, მათ შორის, მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ წარმოებული ელექტროენერგიის მოხმარებულ ელექტროენერგიასთან გაქვითვის პირობებს, აგრეთვე ჭარბი ელექტროენერგიის შესყიდვის საფასურს ადგენს კომისია. [ 2. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ წარმოებული და ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელში მიწოდებული ელექტროენერგიის ყიდვის უფლება აქვს ელექტროენერგიის ნებისმიერ მიმწოდებელს ელექტროენერგიის მიწოდების წესების შესაბამისად, ხოლო იმავე წესებით განსაზღვრულ შემთხვევებში და განსაზღვრული პირობებით ამ ელექტროენერგიას ყიდულობს უნივერსალური მომსახურების ის მიმწოდებელი, რომლის მომსახურების არეალშიც მდებარეობს აღნიშნული ელექტროსადგური, ან ელექტროენერგიის სხვა მიმწოდებელი, რომელსაც ამ კანონით დადგენილი წესით დაკისრებული აქვს საჯარო მომსახურების ვალდებულება. (ამოქმედდეს 2027 წლის 1 იანვრიდან)] 3. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ ელექტროენერგიის წარმოებასა და ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელში ჭარბი ელექტროენერგიის მიწოდებაზე არ ვრცელდება ამ კანონით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მარეგულირებელი რეჟიმი. მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურებზე ელექტროენერგეტიკის სექტორში საბაზრო ურთიერთობების მარეგულირებელი საქართველოს კანონმდებლობა ვრცელდება მხოლოდ ამ კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში.
