1.
1.
Closest in meaning — including in other laws
,,მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
Always up-to-date legal framework
2.ამონაწერი მზადდება მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრის, საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეესტრების მონაცემთა ერთიანი ბანკის საფუძველზე და ასახავს მისი მომზადების მომენტისათვის რეგისტრირებული სუბიექტის, საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის შესახებ ძალაში მყოფ მონაცემებს. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების შემთხვევაში ამონაწერი ასევე უნდა შეიცავდეს ინფორმაციას პარტნიორთა წილებზე მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებულ მონაცემებს.
3.ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში, ამონაწერში აისახება: ა) ინფორმაცია სუბიექტის სამართლებრივი ფორმის შესახებ; ბ) ინფორმაცია ინდივიდუალური მეწარმის საიდენტიფიკაციო მონაცემების/რეკვიზიტების შესახებ; გ) ინფორმაცია რეგისტრირებული საჯაროსამართლებრივი შეზღუდვისა და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის, ასევე მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებული უფლებების, მათი რეგისტრაციის თარიღისა და ფარგლების, ამ შეზღუდვისა და უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის რეკვიზიტებისა და მისი გამომცემი ორგანოს შესახებ.
4.იურიდიული პირის შემთხვევაში, ამონაწერში აისახება: ა) ინფორმაცია სუბიექტის სამართლებრივი ფორმის, სახელწოდებისა და იურიდიული მისამართის შესახებ; ბ) ინფორმაცია წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების შესახებ, ასევე მათი უფლებამოსილების შეზღუდვის შესახებ შეზღუდვის არსებობის შემთხვევაში; გ) ინფორმაცია საწარმოს მმართველობითი ორგანოების შესახებ; დ) შეზღუდული პასუხისმგებლობის საწარმოს შემთხვევაში, ინფორმაცია საწარმოს პარტნიორებისა და მათი წილების შესახებ; ე) ინფორმაცია წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირების და რეგისტრირებული პარტნიორების საიდენტიფიკაციო მონაცემების/რეკვიზიტების შესახებ; ვ) ინფორმაცია რეგისტრირებული საჯაროსამართლებრივი შეზღუდვისა და საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის, მისი რეგისტრაციის თარიღისა და ფარგლების, ამ შეზღუდვის დამადასტურებელი დოკუმენტის რეკვიზიტებისა და მისი გამომცემი ორგანოს შესახებ; ზ) შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების შემთხვევაში, ინფორმაცია პარტნიორთა წილებზე მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა რეესტრში რეგისტრირებული უფლებების შესახებ; თ) კომანდიტური საზოგადოების შემთხვევაში აღნიშვნა, რომელი პარტნიორია შეზღუდული და რომელი – სრული.
5.ამონაწერი უნდა შეიცავდეს ინფორმაციას საწარმოსათვის ხარვეზის გამოსასწორებლად ვადის განსაზღვრის შესახებ ასეთის არსებობის შემთხვევაში.
6.ამონაწერი ასევე უნდა შეიცავდეს ინფორმაციას განცხადების რეგისტრაციისა და ამონაწერის მომზადების, რეგისტრირებული საჯაროსამართლებრივი შეზღუდვის, უფლებებისა და ვალდებულებების რეგისტრაციის თარიღისა და სარეგისტრაციო ნომრების შესახებ.
7.ამონაწერი უნდა ასახავდეს ერთ სუბიექტზე რეგისტრირებულ მონაცემებს.
8.ამონაწერის მოქმედების ვადა განუსაზღვრელია.
9.ამონაწერის მომზადების ვადები და საფასური დგინდება „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით.
10.ამონაწერს აქვს იგივე იურიდიული ძალა, რაც საგადასახადო რეგისტრაციის მოწმობას. თავი III სარეგისტრაციო წარმოება და რეგისტრაციის წესი
Describe your situation — we'll help you find the right specialist.