საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
For information only — not legal advice.
1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაციის მოთხოვნის შემთხვევაში დაინტერესებული პირი მარეგისტრირებელ ორგანოს წარუდგენს პარტნიორთა შეთანხმებას და განცხადებას. აღნიშნული განცხადება უნდა შეიცავდეს ამ მუხლის მე-2 ნაწილითა და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით მეწარმე იურიდიული პირის რეგისტრაციისთვის დადგენილ სავალდებულო მონაცემებს.
2. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაცი ის მოთხოვნის შემთხვევაში მის სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში, გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი მონაცემებისა, უნდა მიეთითოს: ა) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საქმიანობის მიზანი; ბ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის წევრად მიღების, წევრობიდან გასვლისა და გარიცხვის წესი, თუ იგი წევრობაზე დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირია; გ) რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს (პირის) დასახელება, გადაწყვეტილების მიღების წესი და პროცედურა ; დ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ხელმძღვანელი ორგანოს (ხელმძღვანელი პირის) შექმნის (არჩევის) წესი და უფლებამოსილების ვადა . 2 1 . მარეგისტრირებელი ორგანო არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაციასთან ერთად, ერთიანი ელექტრონული პორტალის ფარგლებში ქმნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ელექტრონულ მისამართს, რომელზედაც ვრცელდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით დადგენილი წესები. 2 2 . არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი უფლებამოსილია ჰქონდეს რეგისტრირებული ტელეფონის ნომერი ან/და ელექტრონული ფოსტის მისამართი, რომელზედაც/რომლებზედაც შესაძლებელია ელექტრონული შეტყობინების გაგზავნა. ელექტრონული შეტყობინების რეგისტრირებულ ტელეფონის ნომერზე ან/და ელექტრონული ფოსტის მისამართზე გაგზავნა ამ შეტყობინების შესაბამისი პირისთვის ჩაბარებად მიიჩნევა.
3. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის რეგისტრაციის სხვა წესები განისაზღვრება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით , „შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონით, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონითა და „პროფესიული კავშირების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით. საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის კანონი №3967 - სსმ I, №48, 22.12.2006წ., მუხ.336 საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1964 - სსმ I, №35, 19.11.2009წ., მუხ.253 საქართველოს 2009 წლის 25 დეკემბრის კანონი №2458 - სსმ I, №49, 30.12.2009წ., მუხ.370 საქართველოს 2010 წლის 27 აპრილის კანონი №2978 - სსმ I, №24, 10.05.2010წ., მუხ.144 საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №5017 - ვებგვერდი, 14.07.2011წ. საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3827 – ვებგვერდი, 14.12.2018წ. საქართველოს 2021 წლის 2 აგვისტოს კანონი №887 – ვებგვერდი, 04.08.2021წ. საქართველოს 2023 წლის 3 ივლისის კანონი №3451 - ვებგვერდი, 25.07.2023წ.
Closest in meaning — including in other laws
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი