საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Article 164. გადაწყვეტილება ძებნილი ბრალდებულისათვის (მსჯავრდებულისათვის) საქართველოს მოქალაქის პასპორტის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მოქმედების შეჩერების შესახებ
1. ძებნილი ბრალდებულისათვის (მსჯავრდებულისათვის) საქართველოს მოქალაქის პასპორტის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მოქმედების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ პროკურორი წერილობითი შუამდგომლობით მიმართავს გამოძიების ადგილის მიხედვით სასამართლოს, რომელსაც საკმარისი საფუძვლის არსებობისას გამოაქვს განჩინება ამ ღონისძიების გამოყენების შესახებ. სასამართლო უფლებამოსილია შუამდგომლობა განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლოს განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს ამ კოდექსის 207-ე მუხლით გათვალისწინებული წესით.
2. საქართველოს მოქალაქის პასპორტის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მოქმედების შეჩერების შესახებ სასამართლოს განჩინებაში უნდა აღინიშნოს: განჩინების შედგენის თარიღი და ადგილი; რომელი თანამდებობის პირი ან ორგანოა უფლებამოსილი, აღასრულოს განჩინება; პასპორტის/დოკუმენტის მფლობელის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი; პასპორტის/დოკუმენტის ნომერი, პასპორტის/დოკუმენტის გამცემი ორგანო და პასპორტის/დოკუმენტის გაცემის თარიღი.
