1.საქართველოს მოქალაქის პასპორტი (შემდგომში – პასპორტი) არის საქართველოს მოქალაქის პირადობის და მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს გარეთ. 1 1 . საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის ან დამატებითი დაცვის მქონე პირის სამგზავრო პასპორტი (შემდგომ − სამგზავრო პასპორტი), ლტოლვილის სამგზავრო დოკუმენტი (შემდგომ − სამგზავრო დოკუმენტი) არის შესაბამისი პირის პირადობისა და მოქალაქეობრივი მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტი როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ისე მისი ფარგლების გარეთ. სამგზავრო პასპორტის დამატებითი დაცვის მქონე პირზე გაცემის შემთხვევაში ამ დოკუმენტზე აღინიშნება მისი მფლობელის სტატუსი. 1 2 . საქართველოს მოქალაქის სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტი არის საქართველოს მოქალაქის პირადობის, მოქალაქეობისა და სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს გარეთ. საქართველოს სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტებია: დიპლომატიური პასპორტი და სამსახურებრივი პასპორტი.
2.პასპორტი საქართველოს კუთვნილებაა და გაიცემა საქართველოს მოქალაქეებზე მათი საქართველოდან გასვლის, საზღვარგარეთ გადაადგილების და საქართველოში შემოსვლის მიზნით. 2 1 . სამგზავრო დოკუმენტი გაიცემა ლტოლვილზე მისი საქართველოდან გასვლის, საზღვარგარეთ გადაადგილებისა და საქართველოში შემოსვლის მიზნით. 2 2 . სამგზავრო დოკუმენტი ან სამგზავრო პასპორტი ვარგისია შესაბამისად ლტოლვილის ან დამატებითი დაცვის მქონე პირის საქართველოდან საზღვარგარეთის სახელმწიფოებში (გარდა მისი წარმოშობის ქვეყნისა) გასასვლელად. 2 3 . სამგზავრო პასპორტი გაიცემა საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირზე ან დამატებითი დაცვის მქონე პირზე მისი საქართველოდან გასვლის, საზღვარგარეთ გადაადგილებისა და საქართველოში შემოსვლის მიზნით.
3.საქართველოში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეზე პასპორტს, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირზე ან დამატებითი დაცვის მქონე პირზე სამგზავრო პასპორტს და ლტოლვილზე სამგზავრო დოკუმენტს გასცემს სააგენტო ტერიტორიული სამსახურების მეშვეობით. 3 1 . საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეზე პასპორტს გასცემს სააგენტოს ტერიტორიული სამსახური. საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს, პასპორტის მიღების მოთხოვნით განცხადება წარუდგინოს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას.
4.საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შესაბამისი პასპორტის ბლანკებით უზრუნველყოფს სააგენტო.
5.საქართველოს მოქალაქის სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტს გასცემს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. ბიომეტრიული მონაცემების შემცველობით საქართველოს მოქალაქის სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტს გასცემს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დამუშავებული მონაცემების საფუძველზე ბიომეტრიული მონაცემების შემცველობით საქართველოს მოქალაქის სამსახურებრივი სარგებლობის პასპორტის დამზადებას უზრუნველყოფს სააგენტო, ხოლო მფლობელისთვის მის გადაცემას − სააგენტო ან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო. 5 1 . სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების მიერ სააგენტოსგან მიღებული , ამ კანონით გათვალისწინებული, მკაცრი აღრიცხვის ბლანკების შენახვისა და აღრიცხვის წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით . 5 2 . (ამოღებულია).
6.სამგზავრო პასპორტი და სამგზავრო დოკუმენტი გაიცემა პასპორტის გაცემისათვის ამ კანონით დადგენილი წესის შესაბამისად ( სამგზავრო პასპორტისა და სამგზავრო დოკუმენტის გაცემისას არ გამოიყენება ამ კანონის 20 2 მუხლის 7 8 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების ელექტრონული ფორმით წარდგენის წესი). საქართველოს 2004 წლის 24 ივნისის კანონი №181-სსმI, №19, 15.07.2004წ., მუხ.93 საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2629-სსმI, №3, 16.01.2006წ., მუხ.23 საქართველოს 2008 წლის 21 მარტის კანონი №5973-სსმI, №9, 04.04.2008წ., მუხ.60 საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3355-სსმI, №41, 21.07.2010წ., მუხ.255 საქართველოს 2010 წლის 1ოქტომბრის კანონი №3653-სსმI, №53, 11.10.2010წ., მუხ.337 საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4049-სსმI, №76, 29.12.2010წ., მუხ.493 საქართველოს 2011 წლის 6 დეკემბრის კანონი №5371 - ვებგვერდი, 20.12.2011წ. საქართველოს 2012 წლის 25 მაისის კანონი №6301 – ვებგვერდი, 12.06.2012წ. საქართველოს 2014 წლის 29 მაისის კანონი №2480 - ვებგვერდი, 29.05.2014წ. საქართველოს 2016 წლის 1 დეკემბრის კანონი №51 - ვებგვერდი, 15.12.2016წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №868 – ვებგვერდი, 07.07.2025წ.


