1.დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებით სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე უარს პროკურორი აფორმებს შესაბამისი დადგენილებით. სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე უარის თქმის შესახებ დადგენილების გამოტანამდე პროკურორი ვალდებულია კონსულტაცია გაიაროს დაზარალებულთან და შეადგინოს ოქმი ამ კოდექსის 56-ე მუხლის 5 1 ნაწილით დადგენილი წესით, ხოლო დადგენილების გამოტანის შემთხვევაში გაუგზავნოს მისი ასლი დაზარალებულს დადგენილების გამოტანიდან 1 კვირის ვადაში.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
