1.შეწყდეს სისხლისსამართლებრივი დევნა იმ პირთა მიმართ, რომელთა მიმართაც 1995 წლამდე გამოტანილ იქნა დადგენილება ბრალდებულად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ (გარდა საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, 1961 წ., №I, მუხ.
10)65-ე, 65 1 , 65 2 , 66-ე, 66 1 , 67-ე, 68-ე, 69-ე, 70-ე, 72-ე, 73-ე, 75-ე, 76-ე, 77-ე, 77 1 , 78-ე, 78 1 , მე-80, 96-ე, 96 1 , 103-ე, 104-ე, 105-ე, 108-ე, 110-ე (მე-2 და მე-3 ნაწილები), 116-ე, 117-ე, 133-ე, 133 1 , 133 2 , 149-ე, 152-ე, 186-ე, 187-ე, 189-ე, 189 1 , 190-ე, 192-ე, 193-ე, 194-ე, 195-ე, 203-ე, 209 1 , 228 1 , 240-ე, 241-ე (მე-2 და მე-3 ნაწილები), 243-ე, 252-ე (პირველი-მე-2, მე-4-მე-6 ნაწილები), 264-ე, 273-ე, 274-ე, 275-ე, 279-ე, 280-ე, 281-ე და 282-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებში ბრალდებული პირებისა) და რომელთა მიმართაც გამოცხადებულია ძებნა ამ კანონის ამოქმედების მომენტისათვის.
2.თუ პირის მიმართ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა და გამოცხადებულია ძებნა საქართველოს რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის ორი ან რამდენიმე მუხლით გათვალისწინე-ბული დანაშაულის ჩადენის გამო, რომელთაგან ერთ-ერთი ან რამდენიმე ექვემდებარება ამნისტიას ამ კანონის მიხედვით, სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდება მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც, ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამნისტიის საფუძველია.
