1.სასამართლოს თათბირი საიდუმლოა. სათათბირო ოთახში აკრძალულია კომუნიკაციის ყოველგვარი ტექნიკური საშუალებით სარგებლობა.
2.სასამართლოს შეუძლია საქმის განხილვასთან დაკავშირებული საკითხები გადაწყვიტოს ადგილზე თათბირით.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

Closest in meaning — including in other laws
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Always up-to-date legal framework
3.სასამართლოს თათბირსა და კენჭისყრაში მონაწილეობს მხოლოდ საქმის განმხილველი მოსამართლე.
4.სხდომის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს სასამართლოს თათბირს და აყალიბებს საკითხებს, რომლებზედაც გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული.
5.სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს კენჭისყრით, ხმათა უმრავლესობით. გადაწყვეტილება სასჯელის ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთის დანიშვნის შესახებ მიიღება მხოლოდ ერთხმად.
6.მოსამართლეს არა აქვს უფლება, თავი შეიკავოს კენჭისყრაში მონაწილეობისაგან. სხდომის თავმჯდომარე ხმას აძლევს ბოლოს.
7.თუ სასამართლოს თათბირის დროს საკითხზე განსხვავებული აზრი წარმოიშობა, პირველად კენჭი ეყრება ბრალდებულის სასარგებლო პოზიციას.
8.თუ მოსამართლე სამართლებრივ საკითხზე კენჭისყრისას უმცირესობაშია, იგი ვალდებულია წერილობით ჩამოაყალიბოს განსხვავებული აზრი. განსხვავებული აზრი წარედგინება სხდომის თავმჯდომარეს და დაერთვის გადაწყვეტილებას.
Describe your situation — we'll help you find the right specialist.