1.პირადი თავდებობისას სანდო პირები კისრულობენ წერილობით ვალდებულებას, რომ ისინი უზრუნველყოფენ ბრალდებულის სათანადო ქცევას და გამომძიებელთან, პროკურორთან, სასამართლოში გამოცხადებას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
1.პირადი თავდებობისას სანდო პირები კისრულობენ წერილობით ვალდებულებას, რომ ისინი უზრუნველყოფენ ბრალდებულის სათანადო ქცევას და გამომძიებელთან, პროკურორთან, სასამართლოში გამოცხადებას.
Closest in meaning — including in other laws
Always up-to-date legal framework
2.თავდებთა რაოდენობას განსაზღვრავს სასამართლო.
3.პირადი თავდებობის არჩევა დასაშვებია მხოლოდ თავდების შუამავლობით ან თანხმობით, აგრეთვე ბრალდებულის თანხმობით.
4.თავდებს უნდა გააცნონ იმ ბრალდების არსი, რომელთან დაკავშირებითაც შერჩეულია ეს აღკვეთის ღონისძიება, სასჯელი, რომელიც შეიძლება დაენიშნოს ბრალდებულს, და პასუხისმგებლობა, რომელიც დაეკისრება თავდებს, თუ ბრალდებული ჩაიდენს ქმედებას, რომლის აღსაკვეთადაც გამოყენებულ იქნა თავდებობა. გარდა ამისა, თითოეულ თავდებს ჩამოერთმევა ხელწერილი თავდებობის შესახებ, რომელიც დაერთვის სისხლის სამართლის საქმეს.
5.თავდებს შეუძლია უარი თქვას ნაკისრ ვალდებულებაზე იმ საფუძვლის გამოვლენამდე, რომელსაც მისი პასუხისმგებლობა მოსდევს. თავდებს ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში უფლება არა აქვს, თავი იმართლოს იმით, რომ ბრალდებულის საქციელის კონტროლის შესაძლებლობა არ ჰქონდა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ის დაამტკიცებს დაუძლეველი ძალის მოქმედებას.
6.თუ ბრალდებული ჩაიდენს ქმედებას, რომლის აღსაკვეთადაც გამოყენებულ იქნა თავდებობა, სასამართლოს შეუძლია თითოეულ თავდებს მხარის შუამდგომლობით დააკისროს ჯარიმა ამ კოდექსის 91-ე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად.
Describe your situation — we'll help you find the right specialist.