1.თუ პროკურორი, ბრალდებული და მისი საპროცესო შეთანხმების დადებაზე შეთანხმდებიან, პროკურორი წერილობით ადგენს შუამდგომლობას, რომელშიც აღინიშნება: ა) ბრალდებულის სახელი და გვარი, დაბადების რიცხვი, თვე და წელი; ბ) ბრალდების ფორმულირება – ინკრიმინირებული ქმედების აღწერა, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით; გ) ამ კოდექსის მე-3 მუხლის 11 1 ნაწილით გათვალისწინებული ; დ) ბრალდებულის თანამშრომლობის შემთხვევაში – თანამშრომლობის ფორმა და შინაარსი; ე) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი, ნაწილი და ქვეპუნქტი, რომლებითაც გათვალისწინებულია შესაბამისი დანაშაული; ვ) პროკურატურის მიერ მოთხოვნილი სასჯელის სახე და ზომა; ვ 1 ) პროკურატურის მიერ მოთხოვნილი ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობის შესახებ; ზ) მითითება ამ კოდექსის 210-ე მუხლის 1 2 ნაწილით გათვალისწინებული გაფრთხილების შესახებ ან იმავე მუხლის 1 3 ნაწილით გათვალისწინებული საქართველოს გენერალური პროკურორის ან მისი მოადგილის დასაბუთებული გადაწყვეტილების შესახებ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
