საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Article 54. თარჯიმნის უფლება-მოვალეობანი
1. თარჯიმანს უფლება აქვს: ა) თარგმანის დასაზუსტებლად შეკითხვა დაუსვას პროცესის მონაწილეებს; ბ) გაეცნოს მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების ოქმს და სასამართლო სხდომის ოქმს; გ) გამოთქვას შენიშვნა, რომელიც ოქმში უნდა იქნეს შეტანილი; დ) უარი თქვას თარგმნაზე, თუ ამისთვის საჭირო ცოდნა არ გააჩნია.
2. თარჯიმანი ვალდებულია: ა) გამოცხადდეს გამომძიებლის, პროკურორის, სასამართლოს გამოძახებით; ბ) ზუსტად და სრულად თარგმნოს ჩვენება და დოკუმენტი; გ) ხელმოწერით დაადასტუროს თარგმანის უტყუარობა მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების ოქმში და სხვა საპროცესო დოკუმენტში; დ) გამომძიებლის ან პროკურორის ნებართვის გარეშე არ გაამჟღავნოს გამოძიების მასალა, აგრეთვე მოქალაქეთა პირადი ცხოვრების შემცველი ცნობები.
