1.ნოტარიუსი ადასტურებს ერთი ენიდან მეორე ენაზე თარგმანის სისწორეს, თუ ნოტარიუსმა იცის ორივე ენა.
„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
1.ნოტარიუსი ადასტურებს ერთი ენიდან მეორე ენაზე თარგმანის სისწორეს, თუ ნოტარიუსმა იცის ორივე ენა.
Closest in meaning — including in other laws
„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
Always up-to-date legal framework
2.იმ შემთხვევაში, თუ ნოტარიუსმა არ იცის ის ენა, რომელზედაც თარგმნილია დოკუმენტი, ნოტარიუსი ამოწმებს მხოლოდ თარგმანის სისწორის (სიზუსტის) შესახებ თარჯიმნის განცხადებაზე ხელმოწერის ნამდვილობას. ნოტარიუსი ვალდებულია დამადასტურებელ ფორმულიარში მიუთითოს, რომ იგი ამოწმებს მხოლოდ თარჯიმნის ხელმოწერის ნამდვილობას.
3.დოკუმენტის დედანს ან ასლს უნდა დაერთოს თარგმანი, თარგმანს ხელს უნდა აწერდეს თარჯიმანი. დოკუმენტი უნდა აიკინძოს ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით.
4.თარჯიმანი ვალდებულია ნოტარიუსს წარუდგინოს თავისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. კვალიფიკაციის დამადასტრებელი დოკუმენტის წარმოდგენა სავალდებულო არ არის, თუ თარჯიმანი აკრედიტებულია კომპეტენტური ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აპოსტილის (ლეგალიზაციის) მიზნებისათვის ოფიციალური დოკუმენტების სათარგმნელად. ნოტარიუსი ვალდებულია თარჯიმანი გააფრთხილოს იმ პასუხისმგებლობის შესახებ, რაც დადგენილია არასწორი თარგმანის შემთხვევაში. ნოტარიუსის ფორმულარში მიეთითება გაფრთხილების ვალდებულების შესრულებისა და თარჯიმნის კვალიფიკაციის შესახებ. თარჯიმნის კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ფოტოასლის დართვა თარგმანისათვის სავალდებულო არ არის.
Describe your situation — we'll help you find the right specialist.