საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Article 98. გადაწყვეტილება საჩივარზე
Consolidation №177 Verified against the current consolidation · 28 May 2026
1. საჩივრის განხილვის შედეგად შეიძლება მიღებულ იქნეს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) გასაჩივრებული გადაწყვეტილების ან მისი ნაწილის გაუქმების ან შეცვლის შესახებ; ბ) საჩივრის უარყოფის შესახებ.
2. სისხლის სამართლის საქმეს უნდა დაერთოს საჩივარი და მიღებული გადაწყვეტილება.
