1.საჩივარი არ შეიძლება განიხილოს იმ პირმა, რომლის მოქმედება ან გადაწყვეტილებაც საჩივრდება.
2.საჩივრის განმხილველი ორგანო ან პირი ვალდებულია თავისი უფლებამოსილების ფარგლებში დაუყოვნებლივ მიიღოს ზომები სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეთა და სხვა პირთა დარღვეული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების აღსადგენად.
