1.1997 წლის 1 თებერვლამდე მიღებულ (გამოცემულ) კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს (მიუხედავად მისი დასახელებისა), რომელიც არ არის რეგისტრირებული სახელმწიფო რეესტრში, იურიდიული ძალა არა აქვს.
2.1997 წლის 1 თებერვლამდე მიღებული (გამოცემული) კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომელიც არ არის რეგისტრირებული სახელმწიფო რეესტრში და შეიცავს ინდივიდუალურ (ერთჯერად) დებულებას (დებულებებს), ინარჩუნებს იურიდიულ ძალას და ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ამ დებულების (დებულებების) ნაწილში.
