Article 51. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი
Consolidation №61 Verified against the current consolidation · 4 Mar 2026
1.საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს 4 წლის ვადით ირჩევს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია მის მიერ არჩეულ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთაგან.
2.საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს ახორციელებს სამოსამართლო უფლებამოსილებების განხორციელების პარალელურად, ანაზღაურების გარეშე.
3.საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი: ა) ახორციელებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას; ბ) ხელმძღვანელობს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატს, იღებს გადაწყვეტილებებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნის (სამსახურში მიღების) და თანამდებობიდან გათავისუფლების (სამსახურიდან დათხოვნის) შესახებ; გ) ამზადებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომებს; დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს სამსახურებრივ დოკუმენტებს; ე) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. საქართველოს 2012 წლის 27 მარტის ორგანული კანონი №5920 – ვებგვერდი, 19.04.2012წ. საქართველოს 2013 წლის 1 მაისის ორგანული კანონი №580 – ვებგვერდი, 20 .05.2013წ. საქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის ორგანული კანონი №4389 - ვებგვერდი, 11.11.2015წ. საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის ორგანული კანონი №169 - ვებგვერდი, 28.12.2016წ. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3262 – ვებგვერდი, 10,08,2018წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის ორგანული კანონი №827 – ვებგვერდი, 27.06.2025წ. საქართველოს 2026 წლის 4 მარტის ორგანული კანონი №1377 – ვებგვერდი, 05.03.2026წ. მუხლი 51 1 . (ამოღებულია) საქართველოს 2017 წლის 8 თებერვლის ორგანული კანონი №255 - ვებგვერდი, 13.02.2017წ. საქართველოს 2017 წლის 1 6 ივნისის ორგანული კანონი №1052 - ვებგვერდი, 27.0 6 .2017წ. საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №2194 – ვებგვერდი, 26.04.2018წ . საქართველოს 2019 წლის 13 დეკემბრის ორგანული კანონი №5569 – ვებგვერდი, 25.12.2019წ. საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის ორგანული კანონი №1346 – ვებგვერდი, 13.01.2022წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის ორგანული კანონი №827 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.
Red-line change· previous → current wording
1. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს 4 წლის ვადით ირჩევს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია მის მიერ არჩეულ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთაგან. 2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს ახორციელებს სამოსამართლო უფლებამოსილებების განხორციელების პარალელურად, ანაზღაურების გარეშე. 3. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი: ა) ახორციელებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას; ბ) ხელმძღვანელობს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატს, იღებს გადაწყვეტილებებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნის (სამსახურში მიღების) და თანამდებობიდან გათავისუფლების (სამსახურიდან დათხოვნის) შესახებ; გ) ამზადებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომებს; დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს სამსახურებრივ დოკუმენტებს; ე) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. საქართველოს 2012 წლის 27 მარტის ორგანული კანონი №5920 – ვებგვერდი, 19.04.2012წ. საქართველოს 2013 წლის 1 მაისის ორგანული კანონი №580 – ვებგვერდი, 20 .05.2013წ. საქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის ორგანული კანონი №4389 - ვებგვერდი, 11.11.2015წ. საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის ორგანული კანონი №169 - ვებგვერდი, 28.12.2016წ. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3262 – ვებგვერდი, 10,08,2018წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის ორგანული კანონი №827 – ვებგვერდი, 27.06.2025წ. საქართველოს 2026 წლის 4 მარტის ორგანული კანონი №1377 – ვებგვერდი, 05.03.2026წ. მუხლი 51 1 . (ამოღებულია) საქართველოს 2017 წლის 8 თებერვლის ორგანული კანონი №255 - ვებგვერდი, 13.02.2017წ. საქართველოს 2017 წლის 1 6 ივნისის ორგანული კანონი №1052 - ვებგვერდი, 27.0 6 .2017წ. საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №2194 – ვებგვერდი, 26.04.2018წ . საქართველოს 2019 წლის 13 დეკემბრის ორგანული კანონი №5569 – ვებგვერდი, 25.12.2019წ. საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის ორგანული კანონი №1346 – ვებგვერდი, 13.01.2022წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის ორგანული კანონი №827 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.
Compare versions
1. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს 4 წლის ვადით ირჩევს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია მის მიერ არჩეულ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთაგან. 2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს ახორციელებს სამოსამართლო უფლებამოსილებების განხორციელების პარალელურად, ანაზღაურების გარეშე. 3. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი: ა) ახორციელებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას; ბ) ხელმძღვანელობს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატს, იღებს გადაწყვეტილებებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნის (სამსახურში მიღების) და თანამდებობიდან გათავისუფლების (სამსახურიდან დათხოვნის) შესახებ; გ) ამზადებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომებს; დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს სამსახურებრივ დოკუმენტებს; ე) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. საქართველოს 2012 წლის 27 მარტის ორგანული კანონი №5920 – ვებგვერდი, 19.04.2012წ. საქართველოს 2013 წლის 1 მაისის ორგანული კანონი №580 – ვებგვერდი, 20 .05.2013წ. საქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის ორგანული კანონი №4389 - ვებგვერდი, 11.11.2015წ. საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის ორგანული კანონი №169 - ვებგვერდი, 28.12.2016წ. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3262 – ვებგვერდი, 10,08,2018წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის ორგანული კანონი №827 – ვებგვერდი, 27.06.2025წ. მუხლი 51 1 . (ამოღებულია)საქართველოსიუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახური 1. მოსამართლის მიერ დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩადენის შემთხვევაში ამ დისციპლინური გადაცდომის ობიექტური, მიუკერძოებელი და სრულყოფილი გამოკვლევისა და წინასწარი შემოწმების მიზნით საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში იქმნება დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახური, რომელსაც ხელმძღვანელობს დამოუკიდებელი ინსპექტორი. დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის სტრუქტურას, საშტატო ნუსხასა და მოსამსახურეთა თანამდებობრივ სარგოებს დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურისათვის განსაზღვრული საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში ამტკიცებს დამოუკიდებელი ინსპექტორი. 2. დამოუკიდებელ ინსპექტორს კონკურსის საფუძველზე, 5 წლის ვადით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. კონკურსის ჩატარების წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით. საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია უფლებამოსილია სრული შემადგენლობის არანაკლებ 1/3-ით, შესაბამისი საფუძვლის არსებობისას მიმართოს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წინადადებით დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე. 2 1 . დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3-ით. დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში კანონით დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 2 2 . დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება შეიძლება 10 კალენდარული დღის ვადაში გასაჩივრდეს შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოში, რომელიც საჩივარს განიხილავს 30 კალენდარული დღის ვადაში. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება მისი მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, რომელიც საჩივარს განიხილავს 30 კალენდარული დღის ვადაში. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება მისი მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში გასაჩივრდეს უზენაეს სასამართლოში, რომელიც საჩივარს განიხილავს 30 კალენდარული დღის ვადაში. 3. დამოუკიდებელ ინსპექტორად შეიძლება არჩეულ იქნეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით/უმაღლესი განათლების დიპლომით, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება და მაღალი რეპუტაცია. 4. დამოუკიდებელ ინსპექტორს არ შეიძლება ეკავოს სხვა თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში ან მუნიციპალიტეტის ორგანოში, ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას, უშუალოდ ახორციელებდეს სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის მუდმივმოქმედი ხელმძღვანელი, სამეთვალყურეო, საკონტროლო, სარევიზიო ან საკონსულტაციო ორგანოს წევრის უფლებამოსილებას ან ახორციელებდეს სხვა ანაზღაურებად საქმიანობას, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური ანდა შემოქმედებითი საქმიანობისა. იგი არ შეიძლება იყოს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების წევრი ან/და მონაწილეობდეს პოლიტიკურ საქმიანობაში. 5. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებიდან გამომდინარე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ კანონის XIII 1 თავით. 6. დამოუკიდებელი ინსპექტორის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებია: ა) პირადი განცხადება; ბ) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; გ) მის მიმართ სასამართლოს საბოლოო გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა; დ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა; ე) ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ვადის ამოწურვა; ვ) გარდაცვალება; ზ) ამ უფლებამოსილების წელიწადში 3 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში განხორციელების შეუძლებლობა; თ) მოვალეობის სისტემატური შეუსრულებლობა; ი) მოსამართლისა და საჩივრის ავტორის უფლებების უხეში დარღვევა, რამაც საქმის შედეგზე არსებითი გავლენა მოახდინა; ი 1 ) დისციპლინურ სამართალწარმოებასთან დაკავშირებული კონფიდენციალური ინფორმაციის განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით გამჟღავნება; კ) ქმედება, რომელიც აშკარად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს (რისთვისაც დამოუკიდებელ ინსპექტორს შეფარდებული აქვს ადმინისტრაციული სახდელი) და ლახავს სასამართლო ხელისუფლების ავტორიტეტს ან ზიანს აყენებს სასამართლოსადმი ნდობას; ლ) დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობასთან შეუთავსებელი თანამდებობის დაკავება ან შეუთავსებელი საქმიანობის განხორციელება. 7. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ა“–„ვ“ ქვეპუნქტებში მითითებული რომელიმე გარემოების არსებობისას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ასეთი გარემოების არსებობის შესახებ ინფორმაციას იღებს ცნობად, გადაწყვეტილების მიღების გარეშე, ხოლო იმავე პუნქტის „ზ“–„ლ“ ქვეპუნქტებში მითითებული რომელიმე გარემოების არსებობისას კენჭს უყრის გადაწყვეტილებას დამოუკიდებელი ინსპექტორის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ. 8. ამ მუხლის მე-6 პუნქტის „ზ“–„ლ“ ქვეპუნქტებში მითითებული რომელიმე გარემოების არსებობისას დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხზე კენჭისყრის ჩატარების მოთხოვნის უფლება აქვს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა არანაკლებ 1/3-ს. კენჭისყრის ჩატარებამდე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვალდებულია მოისმინოს დამოუკიდებელი ინსპექტორის ახსნა-განმარტება და გამოიკვლიოს შესაბამისი მტკიცებულებები. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს შეუძლიათ გამოთქვან მოსაზრებები საკითხის შესახებ. 8 1 . დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის შრომის ანაზღაურების შესაბამისად. 9. დამოუკიდებელ ინსპექტორს აქვს დამოუკიდებელი დოკუმენტბრუნვა. 10. დამოუკიდებელი ინსპექტორი კონკურსის საფუძველზე თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის აპარატის თანამშრომლებს. ამ კონკურსის ჩატარების წესი განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით. 11. დისციპლინურ სამართალწარმოებაზე ზეგავლენის მოსახდენად დამოუკიდებელი ინსპექტორის საქმიანობაში ჩარევა დაუშვებელია. დამოუკიდებელი ინსპექტორი ვალდებულია ასეთი ჩარევის შესახებ აცნობოს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. 12. დამოუკიდებელი ინსპექტორი მოთხოვნის შემთხვევაში, მაგრამ წელიწადში ერთხელ მაინც, გაწეული საქმიანობის (მათ შორის, მიღებული საჩივრებისა და შესაბამისი დასკვნების) შესახებ ანგარიშს წარუდგენს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციას. დამოუკიდებელი ინსპექტორის მიერ გაწეული საქმიანობის (მათ შორის, მიღებული საჩივრებისა და შესაბამისი დასკვნების) თაობაზე ინფორმაცია 4 თვეში ერთხელ მაინც პროაქტიულად ქვეყნდება დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის ვებგვერდზე. 13. დამოუკიდებელი ინსპექტორის თანხმობის გარეშე არ შეიძლება დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის მიმდინარე ხარჯების შემცირება წინა წლის მიმდინარე ხარჯებთან შედარებით. საქართველოს 2017 წლის 8 თებერვლის ორგანული კანონი №255 - ვებგვერდი, 13.02.2017წ. საქართველოს 2017 წლის 1 6 ივნისის ორგანული კანონი №1052 - ვებგვერდი, 27.0 6 .2017წ. საქართველოს 2018 წლის 20 აპრილის ორგანული კანონი №2194 – ვებგვერდი, 26.04.2018წ . საქართველოს 2019 წლის 13 დეკემბრის ორგანული კანონი №5569 – ვებგვერდი, 25.12.2019წ. საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის ორგანული კანონი №1346 – ვებგვერდი, 13.01.2022წ. [მუხლი 51 1 . (ამოღებულია) (ამოქმედდეს 2025 წლის 1 სექტემბრიდან)] საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის ორგანული კანონი №827 – ვებგვერდი, 27.06.2025წ.
Need help with this law?
Describe your situation — we'll help you find the right specialist.
The document details proposed changes to the Organic Law of Georgia "On Common Courts". These amendments cover a range of topics including defining interested parties in legal cases, prohibiting interference with the judiciary, responsibility for disrespecting the court, public access to court decisions (with de-personalization requirements), and restrictions on photography/videography within court premises. A significant portion focuses on disciplinary procedures for judges, adding new grounds for disciplinary action (poor performance of duties) and clarifying processes related to investigations and sanctions.
—
The amendment grants the Secretary of the High Council of Justice authority over appointments/dismissals of its own staff.
Related by meaningსაერთო სასამართლოების …Constitution of Georgi…საქართველოს პარლამენტი…აჭარის ავტონომიური რეს…საქართველოს საკონსტიტუ…აფხაზეთის ავტონომიური …