1.საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წევრთა საერთო კრებას შეუძლია დღის წესრიგში შეიტანოს და გადაწყვიტოს ნებისმიერი საკითხი, რომელიც საქართველოს ნოტარიუსთა პალატის კომპეტენციას განეკუთვნება.
2.მხოლოდ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წევრთა საერთო კრებაა უფლებამოსილი, მიიღოს გადაწყვეტილება შემდეგ საკითხებზე: ა) საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წესდების მიღება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა; ბ) საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წლიური ანგარიშის დამტკიცება; გ) საქართველოს ნოტარიუსთა პალატისათვის ნოტარიუსების სავალდებულო გადასახდელების დადგენა.
