1.საქსტატის მრჩეველთა საბჭოს ფუნქციებია: ა) საქსტატისათვის სტატისტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით კონსულტაციის გაწევა და კომპეტენციის ფარგლებში რეკომენდაციების წარდგენა; ბ) სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის პროექტის ანალიზი და რეკომენდაციების შემუშავება; გ) სტატისტიკურ საქმიანობაში გამოსაყენებელი სტატისტიკური სტანდარტებისა და მეთოდოლოგიის მეცნიერული ანალიზი და საბჭოსათვის რეკომენდაციების მომზადება; დ) სტატისტიკური საქმიანობის თანამედროვე მეთოდების განხილვა, სტატისტიკური მეთოდოლოგიის სრულყოფასთან დაკავშირებით საბჭოსათვის კონსულტაციის გაწევა და წინადადებების წარდგენა; ე) ამ კანონითა და საბჭოს დებულებით გათვალისწინებული სხვა საქმიანობა.
ოფიციალური სტატისტიკის შესახებ
Article 14^2. საქსტატის მრჩეველთა საბჭოს ფუნქციები და გადაწყვეტილება
Consolidation №14 Verified against the current consolidation · 31 May 2023
