ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი
Article 148. სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს უფლებამოსილება
სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს უფლებამოსილებაა: ა) სახელმწიფო რწმუნებულის წარდგინებით შესაბამის ტერიტორიაზე სახელმწიფოს მიერ განსახორციელებელი პროექტების, პროგრამებისა და მათი ხარჯთაღრიცხვების განხილვა; ბ) სახელმწიფო რწმუნებულის უფლებამოსილების განხორციელების ტერიტორიის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის განხილვა; გ) სახელმწიფო რწმუნებულისთვის რეკომენდაციების შემუშავება შესაბამისი ტერიტორიის განვითარების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში. საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის ორგანული კანონი №3462 – ვებგვერდი, 09.10.2018წ.
