1.ამ კანონის ამოქმედებიდან არა უგვიანეს 10 სამუშაო დღისა გამოცხადდეს და 2010 წლის 1 თებერვლამდე დასრულდეს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სტატისტიკის დეპარტამენტის რეორგანიზაცია .
2.რეორგანიზაციის საფუძველზე საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სტატისტიკის დეპარტამენტი ჩამოყალიბდეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად – საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურად – საქსტატად . შექმნილად ჩაითვლება აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნისა და საქსტატის დებულების დამტკიცების მომენტიდან .
