1.ამ კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ საბჭოს წევრთა კანდიდატურებს საქართველოს პრემიერ-მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენენ შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელები.
2.ამ კანონის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ საბჭოს წევრს თანამდებობაზე ღია კონკურსის შედეგად შერჩეულ პირთაგან ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს პარლამენტის თანხმობით, ამ მუხლითა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით. 2 1 . საბჭოს იმ წევრთა შესარჩევ კონკურსს, რომლებიც არ არიან საჯარო მოსამსახურეები, აცხადებს , ხოლო საკონკურსო კომისიას ქმნის საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
