Article 114^7. ზოგიერთი შემოსულობის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტსა და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებს შორის განაწილება პროცენტული მაჩვენებლების მიხედვით 2024 წლამდე
1. ამ კოდექსის დანართის („შემოსულობების საქართველოს სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკურ და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებს შორის განაწილება პროცენტული მაჩვენებლების მიხედვით“) 11.2 გრაფით გათვალისწინებული შემოსულობა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტსა და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებს შორის 2023 წლის 1 ივნისიდან 2024 წლის 1 იანვრამდე ნაწილდება შემდეგნაირად: № შემოსულობების დასახელება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტები 11.2 განლაგებულია მუნიციპალიტეტის (გარდა ავტონომიური რესპუბლიკების მუნიციპალიტეტებისა) ტერიტორიაზე და არ არის მუნიციპალიტეტების სარგებლობაში 60 40 2. ამ კოდექსის დანართის („შემოსულობების საქართველოს სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკურ და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებს შორის განაწილება პროცენტული მაჩვენებლების მიხედვით“) 40.8.2 გრაფით გათვალისწინებული შემოსულობა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტსა და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებს შორის 2023 წლის 1 ივნისიდან 2024 წლის 1 იანვრამდე ნაწილდება შემდეგნაირად: № შემოსულობების დასახელება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტები 40.8.2 მუნიციპალიტეტების (გარდა ავტონომიური რესპუბლიკების მუნიციპალიტეტებისა) ტერიტორიაზე 25 75 საქართველოს 2023 წლის 2 მაისის კანონი №2791 – ვებგვერდი, 19.05.2023წ.
