1.
1.
Closest in meaning — including in other laws
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
Always up-to-date legal framework
2.2019 წელს დამატებული ღირებულების გადასახადის განაწილების შედეგად თითოეული მუნიციპალიტეტის მიერ მისაღები თანხის საპროგნოზო მაჩვენებელი 2018 წელს ამავე მუნიციპალიტეტისათვის განსაზღვრული გათანაბრებითი ტრანსფერისა და ამ კოდექსის 77-ე მუხლის მე-6 ნაწილით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის ჯამურ მაჩვენებელს 25%-ზე მეტით არ უნდა აღემატებოდეს.
3.ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ პროცენტულ მაჩვენებელზე მეტი რესურსი ამ მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად მიიმართება იმ მუნიციპალიტეტების შემოსავლებში, რომელთა მიერ მისაღები დამატებული ღირებულების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი 2018 წელს ამავე მუნიციპალიტეტებისათვის განსაზღვრული გათანაბრებითი ტრანსფერისა და ამ კოდექსის 77-ე მუხლის მე-6 ნაწილის საფუძველზე პროგნოზირებული საშემოსავლო გადასახადის ჯამურ მაჩვენებელზე ნაკლებია.
4.ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რესურსის იმავე ნაწილით განსაზღვრულ მუნიციპალიტეტებზე განაწილება ხდება იმ პროპორციით, რა ხვედრითი წილიც თითოეული მუნიციპალიტეტის შემოსავლების დანაკლისს ყველა მუნიციპალიტეტის დანაკლისის ჯამურ მაჩვენებელში აქვს.
5.2020−2026 წლებში დამატებული ღირებულების გადასახადის განაწილების შედეგად თითოეული მუნიციპალიტეტის მიერ მისაღები შემოსავლის საპროგნოზო მოცულობის წინა წელთან შედარებით ზრდის მაქსიმალური პროცენტული მაჩვენებელი განისაზღვრება სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით.
6.ამ მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებელი თითოეულ წელს 25%-ზე ნაკლები არ უნდა იყოს.
7.ამ მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე განსაზღვრულ პროცენტულ მაჩვენებელზე მეტი რესურსი 2023 წელს მიიმართება შემდეგნაირად: ა) აღნიშნული რესურსი პირველ ეტაპზე მიიმართება იმ მუნიციპალიტეტის შემოსავლებში, რომლის მიერ მისაღები დამატებული ღირებულების გადასახადი 5 მილიონ ლარზე ნაკლებია, იმ ოდენობით, რომელიც უზრუნველყოფს ამ მუნიციპალიტეტის დამატებული ღირებულების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებლის 5 მილიონი ლარით განსაზღვრას; ბ) დარჩენილი რესურსი, ამ მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, მიიმართება იმ მუნიციპალიტეტის შემოსავლებში, რომლის მიერ მისაღები დამატებული ღირებულების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი წინა წლის მაჩვენებელზე ნაკლებია. 7 1 . ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება იმ მუნიციპალიტეტზე, რომლის მიერ მისაღები დამატებული ღირებულების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი აღნიშნული შეზღუდვის გარეშე განაწილების შემთხვევაში 15 მილიონ ლარზე ნაკლებია. 7 2 . ამ მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე განსაზღვრულ პროცენტულ მაჩვენებელზე მეტი რესურსი 2025-2026 წლებში მიიმართება შემდეგნაირად: ა) ეს რესურსი პირველ ეტაპზე მიიმართება იმ მუნიციპალიტეტის შემოსავლებში, რომლის მიერ მისაღები დამატებული ღირებულების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შეზღუდვის გარეშე განაწილების შემთხვევაში 15 მილიონ ლარზე მეტია, ხოლო აღნიშნული შეზღუდვის შემთხვევაში 15 მილიონ ლარზე ნაკლებია, იმ ოდენობით, რომელიც უზრუნველყოფს ამ მუნიციპალიტეტის მიერ მისაღები დამატებული ღირებულების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებლის 15 მილიონ ლარამდე შევსებას; ბ) დარჩენილი რესურსი მიიმართება იმ მუნიციპალიტეტის შემოსავლებში, რომლის მიერ მისაღები დამატებული ღირებულების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე ნაკლებია, იმ პროპორციით, რა ხვედრითი წილიც აქვს თითოეული მუნიციპალიტეტის შემოსავლების დანაკლისს ყველა მუნიციპალიტეტის შემოსავლების დანაკლისების ჯამურ მაჩვენებელში.
8.საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის პროექტში ასახვის მიზნით თითოეული მუნიციპალიტეტის მიერ მისაღები დამატებული ღირებულების გადასახადის პროცენტულ მაჩვენებელს ამ კოდექსის 71-ე მუხლისა და ამ მუხლის შესაბამისად გაიანგარიშებს. საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის კანონი №5589 - ვებგვერდი, 12.07.2016წ. საქართველოს 2017 წლის 13 დეკემბრის კანონი №1722 - ვებგვერდი, 22.12.2017წ. საქართველოს 2018 წლის 14 დეკემბრის კანონი №4017 – ვებგვერდი, 25.12.2018წ. საქართველოს 2022 წლის 15 დეკემბრის კანონი №2384 – ვებგვერდი, 23.12.2022წ. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3975 – ვებგვერდი, 26.12.2023წ. საქართველოს 2024 წლის 13 დეკემბრის კანონი №133 – ვებგვერდი, 28.12.2024წ. საქართველოს 2025 წლის 10 დეკემბრის კანონი №1220 – ვებგვერდი, 19.12.2025წ. მუხლი 114 6 . სახელმწიფოს ერთიან ბიუჯეტში სახელმწიფო საწარმოთა სექტორიზაციით გათვალისწინებული სამთავრობო სექტორისთვის მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოების ასახვასთან დაკავშირებული გარდამავალი დებულებანი 2027 წლის 1 იანვრიდან სამთავრობო სექტორისთვის მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოების შემოსულობებისა და გადასახდელების სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე გადასვლის მიზნით: ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტრო არაუგვიანეს 2023 წლის 15 თებერვლისა ამტკიცებს სამთავრობო სექტორისთვის მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოების მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის კვარტალურად და წლიურად წარსადგენი ინფორმაციის ნუსხას, რომელშიც მითითებულია შესაბამისი ვადები; ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტრო 2023 წლის 15 ივლისამდე ამტკიცებს სამთავრობო სექტორისთვის მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოების სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე 2024−2026 წლებში ეტაპობრივად გადასვლის სამოქმედო გეგმას; გ) საქართველოს მთავრობა 2024 წლის 1 იანვრამდე შეიმუშავებს სამთავრობო სექტორისთვის მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოების კომერციული ბანკების ანგარიშებიდან თანხების ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემაში გადატანის წესს. საქართველოს 2021 წლის 15 დეკემბრის კანონი №1138 – ვებგვერდი, 20.12.2021წ. საქართველოს 2022 წლის 15 დეკემბრის კანონი №2384 – ვებგვერდი, 23.12.2022წ. საქართველოს 2024 წლის 13 დეკემბრის კანონი №133 – ვებგვერდი, 28.12.2024წ. მუხლი 114 7 . ზოგიერთი შემოსულობის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტსა და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებს შორის განაწილება პროცენტული მაჩვენებლების მიხედვით 2024 წლამდე 1. ამ კოდექსის დანართის („შემოსულობების საქართველოს სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკურ და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებს შორის განაწილება პროცენტული მაჩვენებლების მიხედვით“) 11.2 გრაფით გათვალისწინებული შემოსულობა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტსა და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებს შორის 2023 წლის 1 ივნისიდან 2024 წლის 1 იანვრამდე ნაწილდება შემდეგნაირად: № შემოსულობების დასახელება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტები 11.2 განლაგებულია მუნიციპალიტეტის (გარდა ავტონომიური რესპუბლიკების მუნიციპალიტეტებისა) ტერიტორიაზე და არ არის მუნიციპალიტეტების სარგებლობაში 60 40 2. ამ კოდექსის დანართის („შემოსულობების საქართველოს სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკურ და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებს შორის განაწილება პროცენტული მაჩვენებლების მიხედვით“) 40.8.2 გრაფით გათვალისწინებული შემოსულობა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტსა და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებს შორის 2023 წლის 1 ივნისიდან 2024 წლის 1 იანვრამდე ნაწილდება შემდეგნაირად: № შემოსულობების დასახელება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტები 40.8.2 მუნიციპალიტეტების (გარდა ავტონომიური რესპუბლიკების მუნიციპალიტეტებისა) ტერიტორიაზე 25 75 საქართველოს 2023 წლის 2 მაისის კანონი №2791 – ვებგვერდი, 19.05.2023წ. თავი XX. დასკვნითი დებულებანი
1. გათანაბრებითი ტრანსფერის სისტემიდან დამატებული ღირებულების გადასახადის განაწილების სისტემაზე გადასვლის გარდამავალი პერიოდია 2019 წლიდან 2023 წლამდე. [ 1. გათანაბრებითი ტრანსფერის სისტემიდან დამატებული ღირებულების გადასახადის განაწილების სისტემაზე გადასვლის გარდამავალი პერიოდია 2019 წლიდან 2024 წლამდე. (ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან)] 2. 2019 წელს დამატებული ღირებულების გადასახადის განაწილების შედეგად თითოეული მუნიციპალიტეტის მიერ მისაღები თანხის საპროგნოზო მაჩვენებელი 2018 წელს ამავე მუნიციპალიტეტისათვის განსაზღვრული გათანაბრებითი ტრანსფერისა და ამ კოდექსის 77-ე მუხლის მე-6 ნაწილით განსაზღვრული საშემოსავლო გადასახადის ჯამურ მაჩვენებელს 25%-ზე მეტით არ უნდა აღემატებოდეს. 3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ პროცენტულ მაჩვენებელზე მეტი რესურსი ამ მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად მიიმართება იმ მუნიციპალიტეტების შემოსავლებში, რომელთა მიერ მისაღები დამატებული ღირებულების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი 2018 წელს ამავე მუნიციპალიტეტებისათვის განსაზღვრული გათანაბრებითი ტრანსფერისა და ამ კოდექსის 77-ე მუხლის მე-6 ნაწილის საფუძველზე პროგნოზირებული საშემოსავლო გადასახადის ჯამურ მაჩვენებელზე ნაკლებია. 4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რესურსის იმავე ნაწილით განსაზღვრულ მუნიციპალიტეტებზე განაწილება ხდება იმ პროპორციით, რა ხვედრითი წილიც თითოეული მუნიციპალიტეტის შემოსავლების დანაკლისს ყველა მუნიციპალიტეტის დანაკლისის ჯამურ მაჩვენებელში აქვს. 5. 2020−2023 წლებში დამატებული ღირებულების გადასახადის განაწილების შედეგად თითოეული მუნიციპალიტეტის მიერ მისაღები შემოსავლის საპროგნოზო მოცულობის წინა წელთან შედარებით ზრდის მაქსიმალური პროცენტული მაჩვენებელი განისაზღვრება სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით. [ 5. 2020−2024 წლებში დამატებული ღირებულების გადასახადის განაწილების შედეგად თითოეული მუნიციპალიტეტის მიერ მისაღები შემოსავლის საპროგნოზო მოცულობის წინა წელთან შედარებით ზრდის მაქსიმალური პროცენტული მაჩვენებელი განისაზღვრება სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით. (ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან)] 6. ამ მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებელი თითოეულ წელს 25%-ზე ნაკლები არ უნდა იყოს. 7. ამ მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე განსაზღვრულ პროცენტულ მაჩვენებელზე მეტი რესურსი 2023 წელს მიიმართება შემდეგნაირად: ა) აღნიშნული რესურსი პირველ ეტაპზე მიიმართება იმ მუნიციპალიტეტის შემოსავლებში, რომლის მიერ მისაღები დამატებული ღირებულების გადასახადი 5 მილიონ ლარზე ნაკლებია, იმ ოდენობით, რომელიც უზრუნველყოფს ამ მუნიციპალიტეტის დამატებული ღირებულების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებლის 5 მილიონი ლარით განსაზღვრას; ბ) დარჩენილი რესურსი, ამ მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, მიიმართება იმ მუნიციპალიტეტის შემოსავლებში, რომლის მიერ მისაღები დამატებული ღირებულების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი წინა წლის მაჩვენებელზე ნაკლებია. 8. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის პროექტში ასახვის მიზნით თითოეული მუნიციპალიტეტის მიერ მისაღები დამატებული ღირებულების გადასახადის პროცენტულ მაჩვენებელს ამ კოდექსის 71-ე მუხლისა და ამ მუხლის შესაბამისად გაიანგარიშებს. საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის კანონი №5589 - ვებგვერდი, 12.07.2016წ. საქართველოს 2017 წლის 13 დეკემბრის კანონი №1722 - ვებგვერდი, 22.12.2017წ. საქართველოს 2018 წლის 14 დეკემბრის კანონი №4017 – ვებგვერდი, 25.12.2018წ. საქართველოს 2022 წლის 15 დეკემბრის კანონი №2384 – ვებგვერდი, 23.12.2022წ. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3975 – ვებგვერდი, 26.12.2023წ. მუხლი 114 6 . სახელმწიფოს ერთიან ბიუჯეტში სახელმწიფო საწარმოთა სექტორიზაციით გათვალისწინებული სამთავრობო სექტორის სახელმწიფო საწარმოების ასახვასთან დაკავშირებული გარდამავალი დებულებანი 2026 წლის 1 იანვრიდან სამთავრობო სექტორისთვის მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოების შემოსულობებისა და გადასახდელების სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე გადასვლის მიზნით: ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტრო არაუგვიანეს 2023 წლის 15 თებერვლისა ამტკიცებს სამთავრობო სექტორისთვის მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოების მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის კვარტალურად და წლიურად წარსადგენი ინფორმაციის ნუსხას, რომელშიც მითითებულია შესაბამისი ვადები; ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტრო 2023 წლის 15 ივლისამდე ამტკიცებს სამთავრობო სექტორისთვის მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოების სახელმწიფო ხაზინის მომსახურებაზე 2024-2025 წლებში ეტაპობრივად გადასვლის სამოქმედო გეგმას; გ) საქართველოს მთავრობა 2024 წლის 1 იანვრამდე შეიმუშავებს სამთავრობო სექტორისთვის მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმოების კომერციული ბანკების ანგარიშებიდან თანხების ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემაში გადატანის წესს. საქართველოს 2021 წლის 15 დეკემბრის კანონი №1138 – ვებგვერდი, 20.12.2021წ. საქართველოს 2022 წლის 15 დეკემბრის კანონი №2384 – ვებგვერდი, 23.12.2022წ. მუხლი 114 7 . ზოგიერთი შემოსულობის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტსა და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებს შორის განაწილება პროცენტული მაჩვენებლების მიხედვით 2024 წლამდე 1. ამ კოდექსის დანართის („შემოსულობების საქართველოს სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკურ და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებს შორის განაწილება პროცენტული მაჩვენებლების მიხედვით“) 11.2 გრაფით გათვალისწინებული შემოსულობა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტსა და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებს შორის 2023 წლის 1 ივნისიდან 2024 წლის 1 იანვრამდე ნაწილდება შემდეგნაირად: № შემოსულობების დასახელება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტები 11.2 განლაგებულია მუნიციპალიტეტის (გარდა ავტონომიური რესპუბლიკების მუნიციპალიტეტებისა) ტერიტორიაზე და არ არის მუნიციპალიტეტების სარგებლობაში 60 40 2. ამ კოდექსის დანართის („შემოსულობების საქართველოს სახელმწიფო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკურ და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებს შორის განაწილება პროცენტული მაჩვენებლების მიხედვით“) 40.8.2 გრაფით გათვალისწინებული შემოსულობა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტსა და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებს შორის 2023 წლის 1 ივნისიდან 2024 წლის 1 იანვრამდე ნაწილდება შემდეგნაირად: № შემოსულობების დასახელება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტები 40.8.2 მუნიციპალიტეტების (გარდა ავტონომიური რესპუბლიკების მუნიციპალიტეტებისა) ტერიტორიაზე 25 75 საქართველოს 2023 წლის 2 მაისის კანონი №2791 – ვებგვერდი, 19.05.2023წ. თავი XX. დასკვნითი დებულებანი
The amendments this article has been through
Para 1: transitional period from equalization transfer to VAT distribution now runs 2019 through 2026. Para 5: max year-on-year percentage growth of each municipality's projected VAT revenue (2020-2026) is set by the State Budget law. Para 7^2: details how resource above that percentage in 2025-2026 is directed (first topping municipalities up to GEL 15 million, then proportionally to municipalities with revenue below prior year).
amending act №6690386Describe your situation — we'll help you find the right specialist.