Article 15. ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის შედგენის მეთოდოლოგია
1. სახელმწიფო ბიუჯეტის მხარჯავი დაწესებულებები ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს ადგენენ ამ კოდექსის მოთხოვნების გათვალისწინებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტის საფუძველზე .
2. მუნიციპალიტეტის (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა) საბიუჯეტო ორგანიზაციები ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს ადგენენ ამ კოდექსის მოთხოვნების გათვალისწინებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო ორგანიზაციები – შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ დადგენილი წესით, ამ კოდექსის 85-ე, 86-ე და 87-ე მუხლების მოთხოვნების გათვალისწინებით.
3. ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის მხარჯავი დაწესებულებები ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს ადგენენ ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ დადგენილი წესით, ამ კოდექსის 108-ე, 109-ე და 110-ე მუხლების მოთხოვნების გათვალისწინებით.
4. ამ კოდექსის მე-6 მუხლის „ბ 3 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამთავრობო სექტორისთვის მიკუთვნებული სახელმწიფო საწარმო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტის საფუძველზე . საქართველოს 2014 წლის 12 დეკემბრის კანონი №2935 - ვებგვერდი, 24.12.2014წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6946 – ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2022 წლის 15 დეკემბრის კანონი №2384 – ვებგვერდი, 23.12.2022წ.
