1.მხარჯავი დაწესებულებები და ამ კოდექსის მე-6 მუხლის „ბ 1 .ა“, „ბ 2 .ა“ და „ბ 3 .ა“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული იურიდიული პირები საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული ინსტრუქციების შესაბამისად, დადგენილ ვადებში ამზადებენ საბოლოო ანგარიშებსა და ანგარიშგებებს, რომლებიც ეგზავნება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სახელმწიფო ხაზინის მონაცემებზე დაყრდნობით და მხარჯავი დაწესებულებებიდან და სხვა შესაბამისი საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ამზადებს შესრულების წლიურ ანგარიშს, რომელიც წარედგინება საქართველოს მთავრობას. საქართველოს მთავრობა საბიუჯეტო წლის დასრულებიდან 3 თვის ვადაში გადასცემს მას სახელმწიფო აუდიტის სამსახურს.



