1.სახელმწიფო ბიუჯეტიდან სესხის გამცემია ის საბიუჯეტო ორგანიზაცია, რომლის ასიგნებებიდანაც გაიცემა სესხი ან/და რომელსაც გასაცემი სესხის რესურსი (თანხები) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოეყოფა სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ფონდებიდან ან/და სხვა წყაროებიდან.
2.სესხის მიმღები შესაძლებელია იყოს საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საწარმო ან ორგანიზაცია ან „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ნებისმიერი სამართლებრივი ფორმის მეწარმე სუბიექტი ან ფიზიკური პირი.
