Article 4. გრანტის მიმღები
გრანტის მიმღები შეიძლება იყოს: ა) საქართველოს სახელმწიფო საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ უფლებამოსილი ორგანოს (ორგანიზაციის) სახით; ბ) საქართვე ლოს მთავრობა საქართველოს მთავრობის მიერ უფლებამოსილი ორგანოს სახით; გ) საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების ან ავტონომიური რესპუბლიკის ორგანო ან მუნიციპალიტეტი; დ) საქართველოს რეზიდენტი ან არარეზიდენტი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, მისი წარმომადგენლობა, ფილიალი, განყოფილება; დ 1 ) სხვა სახელმწიფოს იურიდიული პირი, რომლის საქმიანობა არსებითად მოიცავს საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებზე აქტივობას; ე) საჯარო სამარ თლის იურიდიული პირი; ვ) საქართველოს მოქალაქე ; ვ 1 ) პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირი; ვ 2 ) უცხო ქვეყნის მოქალაქე − საჯარო სამართლის იურიდიული პირის − შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსის/კონკურსების მიზნებისთვის; ვ 3 ) აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ან ცხინვალის რეგიონში (ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში) ლეგიტიმურად მცხოვრები პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით არის რეგისტრირებული და რომელსაც მინიჭებული აქვს პირადი ნომერი; ზ) აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ; თ) საერთაშორისო ორგანიზაცია , სხვა სახელმწიფოს სამეწარმეო ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი; ი) „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მქონე იურიდიული პირი; ი 1 ) საქართველოში რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტი − „ინოვაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ინოვაციური საქმიანობის განსახორციელებლად საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ გაცემული გრანტის შემთხვევაში; ი 2 ) საქართველოში რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტი − არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „მშვიდობის ფონდი უკეთესი მომავლისთვის“ მიერ საწესდებო მიზნების შესაბამისად სამეწარმეო მიზნით გაცემული გრანტის შემთხვევაში; კ) (ამოღებულია - 21.07.2018, №3293); ლ) (ამოღებულია - 17.12.2025, №1281). საქართველოს 2006 წლის 22 დეკემბრის კანონი №3974-სსმI, №48, 22.12.2006წ., მუხ.341 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3566-სსმI, №46, 04.08.2010წ., მუხ.298 საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №4996 - ვებგვერდი, 15.07.2011წ. საქართველოს 2012 წლის 15 მაისის კანონი №6172 - ვებგვერდი, 29.05.2012წ. საქართველოს 2013 წლის 12 ივლისის კანონი №819 - ვებგვერდი, 05.08.2013წ. საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1047 – ვებგვერდი, 23.09.2013წ. საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2642 – ვებგვერდი, 18.08.2014წ. საქართველოს 2015 წლის 28 მაისის კანონი №3615 - ვებგვერდი, 04.06.2015წ. საქართველოს 2016 წლის 22 ივნისის კანონი №5502 - ვებგვერდი, 12.07.2016წ. საქართველოს 2016 წლის 16 დეკემბრის კანონი №103 - ვებგვერდი, 27.12.2016წ. საქართველოს 2017 წლის 28 ივნისის კანონი №1114 - ვებგვერდი, 10.07.2017წ. საქართველოს 2017 წლის 30 ნოემბრის კანონი №1394 - ვებგვერდი, 08.12.2017წ. საქართველოს 2018 წლის 6 ივნისის კანონი №2477 – ვებგვერდი, 21.06.2018წ. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი №3293 – ვებგვერდი, 09.08.2018წ. საქართველოს 2018 წლის 27 დეკემბრის კანონი №4240 – ვებგვერდი, 29.12.2018წ. საქართველოს 2019 წლის 8 მაისის კანონი №4589 – ვებგვერდი, 08.05.2019 წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6892 - ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2023 წლის 31 მაისის კანონი №2987 – ვებგვერდი, 13.06.2023წ. საქართველოს 2025 წლის 17 დეკემბრის კანონი №1281 – ვებგვერდი, 18.12.2025წ. საქართველოს 2026 წლის 4 მარტის კანონი №1379 – ვებგვერდი, 04.03.2026წ. თავი II გრანტის გაცემის საერთო პრინციპები
