Article 75. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის მომზადებისა და წარდგენის პროცესის კოორდინირება
Consolidation №69 Verified against the current consolidation · 10 Jun 2026
1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის მომზადებისა და წარდგენის პროცესს კოორდინაციას უწევს მუნიციპალიტეტის საფინანსო ორგანო.
2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის მომზადების, წარდგენისა და დამტკიცების მიზნებისთვის საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მუნიციპალიტეტებს უზრუნველყოფს შესაბამისი მეთოდური მითითებებით.
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მოთხოვნის შემთხვევაში მუნიციპალიტეტი ვალდებულია დროულად და სრულად წარუდგინოს მას ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესახებ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6946 – ვებგვერდი, 28.07.2020წ.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი
