ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი
Article 153. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები
1. სამთავრობო კომისია ამზადებს ამ კანონის 152-ე მუხლის საფუძველზე შექმნილი ახალი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების შედგენის, საბიუჯეტო შემოსულობებისა და გადასახდელების გადანაწილების დროებით წესს 2014 წლის ბოლომდე პერიოდისთვის, აგრეთვე ამ მუნიციპალიტეტებს შორის ქონებისა და ვალდებულებების გადანაწილების წესს.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტები დასამტკიცებლად წარედგინება საქართველოს მთავრობას არაუგვიანეს 2014 წლის 31 მაისისა.
3. იმ თვითმმართველ ერთეულებში, რომელთა გაუქმების შედეგად ამ კანონის 151-ე და 152-ე მუხლების საფუძველზე ახალი მუნიციპალიტეტები იქმნება, 2014 წლის 1 მაისამდე ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად იქმნება დროებითი სამუშაო ჯგუფი. დროებითი სამუშაო ჯგუფი საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული წესების საფუძველზე უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტებს შორის ქონებისა და ვალდებულებების გადანაწილების შესახებ წინადადებების მომზადებას და დასამტკიცებლად საკრებულოსთვის წარდგენას. შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულო გადაწყვეტილებას იღებს არაუგვიანეს 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნებისა.
