Article 97. საბიუჯეტო განაცხადი და ზღვრული მოცულობები
1. ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ ავტონომიური რესპუბლიკის პრიორიტეტების დოკუმენტის მოწონებიდან არაუგვიანეს 5 დღისა შესაბამისი საფინანსო ორგანო უზრუნველყოფს მხარჯავი დაწესებულებებისათვის ბიუჯეტის მართვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით საბიუჯეტო განაცხადის ფორმების მიწოდებას, რომელთა გამოყენებითაც მხარჯავმა დაწესებულებებმა საფინანსო ორგანოში ელექტრონულად უნდა წარადგინონ ინფორმაცია დასაგეგმი წლების ბიუჯეტების შესახებ.
2. მხარჯავი დაწესებულებების მიერ საფინანსო ორგანოში წარდგენილი ინფორმაცია დასაგეგმი წლების ბიუჯეტების შესახებ უნდა შეესაბამებოდეს ავტონომიური რესპუბლიკის პრიორიტეტების დოკუმენტით მხარჯავი დაწესებულებებისათვის განსაზღვრული კადრებისა და ასიგნებების ზღვრულ მოცულობებს.
3. საბიუჯეტო განაცხადს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესით საფინანსო ორგანოში წარადგენენ ამ კოდექსის მე-6 მუხლის „ბ 1 .გ“ და „ბ 2 .გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირები და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები, რომლებიც არ არიან ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის მხარჯავი დაწესებულებები ან მათი კონტროლისადმი დაქვემდებარებული საბიუჯეტო ორგანიზაციები. საქართველოს 2014 წლის 12 დეკემბრის კანონი №2935 - ვებგვერდი, 24.12.2014წ.
