„სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების განკარგვის შესახებ“
Article 8. გარდამავალი დებულებანი
1. ამ კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს ფინანსთა მინისტრმა განსაზღვროს სახელმწიფოს საკუთრებაში მიქცეული ქონების საწყისი ფასი, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესი და პირობები, აგრეთვე რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტის (აქტების) გამოცემამდე ამ კანონით რეგულირებულ ურთიერთობებზე გავრცელდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი დებულებები.
