Article 12
კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით მისაღები ნორმატიული აქტები 1. ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრო შეიმუშავებს და საქართველოს პრეზიდენტს დასამტკიცებლად წარუდგენს: ა) პრივატიზების განხორციელების ერთიანი გეგმის პროექტს ეროვნული მეურნეობის ცალკეული დარგების მიხედვით; ბ) საპრივატიზებო სახელმწიფო ქონების საწყისი ფასის განსაზღვრის წესს.
2. ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრი ამტკიცებს დებულებებს: ა) სახელმწიფო ქონების კონკურსის ფორმით პრივატიზების შესახებ; ბ) სახელმწიფო ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ; გ) სახელმწიფო ქონების იჯარა-გამოსყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ; დ) სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ; ე) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციების მართვის უფლების კონკურსის ფორმით გადაცემის შესახებ.
3. საქართველოს მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში მოამზადონ და საქართველოს პარლამენტს განსახილველად წარუდგინონ წინადადებები პრივატიზების პროცესში (1993 წლის 1 აპრილამდე) ანაბრების მფლობელთა მონაწილეობის მიზანშეწონილობისა და მექანიზმის თაობაზე.
